18:37 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-09-12 21:03:40, 440 ნახვა

პოლიტიკა
სენატორი კარდინი - ვფიქრობ, კონგრესს მეტის გაკეთება შეუძლია სანქციების კუთხით - იმას, რაც საქართველოში ხდება არ შევეგუებით

ვფიქრობ, კონგრესს მეტის გაკეთება შეუძლია სანქციების კუთხით, არ შევეგუებით იმას, რაც საქართველოში ხდება, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ბენ კარდინმა სენატში გამრთულ მოსმენაზე განაცხადა.

როგორც სენატორმა კარდინმა აღნიშნა, ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს საკითხს უფრო სტრატეგიულად უნდა მიუდგეს.

"ჩვენ უფრო სტრატეგიულად უნდა მივუდგეთ ამ საკითხებს. ვფიქრობ, კონგრესს მეტის გაკეთება შეუძლია სანქციების კუთხით. ჩვენ მკაფიოდ ვაცხადებთ, რომ არ შევეგუებით იმას, რაც საქართველოში ხდება და გადავდგამთ შესაბამის ნაბიჯებს. ამას უფრო მკაფიოდ განვაცხადებთ, როდესაც მივიღებთ კანონმდებლობას, რომლის ავტორები არიან სენატორი რიში და სენატორი შაჰინი", - განაცხადა სენატორმა კარდინმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics