|
2024-09-11 12:33:08, 424 ნახვა
მსოფლიო
დიდმა ბრიტანეთმა სანქციების სიაში კიდევ 10 რუსული გემი დაამატა
დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა და სიაში კიდევ 10 რუსული გემი დაამატა. ამის შესახებ ნათქვამია განახლებულ დოკუმენტში, რომლსაც დიდი ბრიტანეთის ფინანსთა სამინისტრო ვებგვერდზე ავრცელებს. დოკუმენტის თანახმად, გემები, სავარაუდოდ, "ჩართული არიან იმ საქმიანობაში, რომლის მიზანია, უკრაინის დესტაბილიზაცია" და საფრთხეს უქმნიან მის სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას. "ტანკერებს ეკრძალებათ გაერთიანებული სამეფოს პორტებში შესვლა და შესაძლოა, გაუქმდეს მათი რეგისტრაცია გაერთიანებული სამეფოს გადაზიდვების რეესტრშიც", - წერია დოკუმენტში. სანქცირებული ტანკერებია: NS Corona, NS Clippper, NS Asia, SCF Baltica, SCF Vankor, Aniva Bay, Olimpiysky Prospekt, Leonid Loza, Vladimir Tikhonov და Nikolai Zuev. აგრეთვე ლონდონში აცხადებენ, რომ გემებს რუსული ნავთობი და ნავთობპროდუქტები მესამე ქვეყნებში გადააქვთ.
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
მეუფე დანიელი - ჩვენი დიდი სურვილია, რომ ქვეყანაში დასრულდეს ურთიერთდაპირისპირება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)