|
2016-02-20 17:17:32, 1806 ნახვა
რეგიონი
რუხის ადმინისტრაციულ ერთეულში სავაჭრო ცენტრი „რუხი მოლი“ გაიხსნა
საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელმა დავით საგანელიძემ, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ედიშერ თოლორაიამ, სამეგრელო ზემო –სვანეთის გუბერნატორმა ლევან შონიამ დღეს რუხის ადმინისტრაციულ ერთეულში სავაჭრო ცენტრი „რუხი მოლი“ გახსნეს. ცენტრის გახსნას სოფლის მეურნეობის,სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა, დევნილთა და განსახლების და ეკონომიკის მინისტრები ესწრებოდნენ. ზუგდიდის გამგეობის ინფორმაციით, მრავალფუნქციური სავაჭრო ცენტრი 10 ათას კვადრატულ მეტრზეა გაშენებული. საერთო ფართობი 5 ჰექტარია. სავაჭრო ცენტრში განთავსებულია საცალო და საბითუმო პავილიონები, ავეჯის და ტექნიკის მაღაზიები, ჰიპერმარკეტი, ღია ტიპის ბაზრობა, საფინანსო და საბანკო მომსახურების ობიექტები, ავტოსერვისი, ფოსტა, აფთიაქი. სავაჭრო ფართები განათების, ვენტილაცია-კონდიცირების, გათბობის თანამედროვე სისტემებითაა აღჭურვილი. მრავალფუნქციური სავაჭრო ცენტრი სრული დატვირთვით ფუნქციონირებას გაზაფხულიდან დაიწყებს. დღესვე საზოგადოებრივ ცენტში იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა პირველი მოქალაქე დაარეგისტრა. მინისტრის განცხადებით „ სახელმწიფო სერვისების კომფორტულ გარემოში მომსახურეობა მხოლოდ დიდი ქალაქების ფუფუნებას, უკვე არ წარმოადგენს. დღეს უკვე 31 ქართული სოფლის მოსახლეობა საზოგადოებრივი ცენტრის მაღალი დონის მომსხურეობით სარგებლობს“. პრემიერ მინისტრმა, კომბინატის დასხლებაში საფეხბურთო სტადიონის მშენებლობას საფუძველი დრესვე ჩაუყარა. მინისტრმა, შოთა მესხიას სახელობის სასწავლო უნივერსიტეტი და რუხში მშენებარე მრავალპროფილიანი საუნივესიტეტო კლინიკა დაათვალიერა. ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ პრემიერ მინისტრს კლინიკის მშენებლობის მიმდინარეობაზე ინფორმაცია მიაწოდა. პრემიერის განცხადებით სავაჭრო ცენრტში, რომელიც გაზაფხულზე სრული დატვირთვით ამუშავდება ათასამდე ადამიანი დასაქმდება. სავაჭრო ცენტრი მოემსახურება როგორც ადგილობრივ, ასევე აფხაზეთის მკვიდრებს. აქვე შეძლებენ როგორც შეიძინონ ასევე, რეალიზება გაუკეთონ საკუთარ პროდუქციას. გიორგი კვირიკაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა ახალგაზრდა ნემო ჯალაღონიას პროექტი, რომელიც „აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში დაფინანსდა და რამდენიმე ახალგაზრდა უკვე დასაქმდა. პრემიერი მეწარმეებსაც შეხვდება
კობახიძე: ჩვენთვის კონკრეტულად ბატონი ფიშერი საერთოდ არ არის ევროპელი
კობახიძე: ჩვენ გვინდა სხვანაირი ევროკავშირი
შსს: ჩოხატაურში ერთი პირი დაჭრეს, ის გარდაიცვალა - პოლიციამ 1 პირი დააკავა
Reuters: უკრაინული დრონების დარტყმების შედეგად რუსეთის ცენტრალურ ნაწილში თითქმის ყველა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ მუშაობა შეაჩერა
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
სუმზე თავდასხმის დროს ხუთსართულიანი შენობა ჩამოინგრა, 8 ადამიანი დაიჭრა
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)