03:13 - 23 May, 2026
|
2024-09-10 16:12:38, 361 ნახვა
სამართალი
საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 2 თვის განმავლობაში უაქციზო თამბაქოს ნაწარმის შენახვა-რეალიზაციის 213 ფაქტი გამოავლინეს
მიმდინარე წლის, 1-ელი ივლისიდან 31 აგვისტოს ჩათვლით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ქვეყნის მასშტაბით გატარებული კონტროლის პროცედურების შედეგად, გამოავლინეს აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული სხვადასხვა სახეობის თამბაქოს აქციზური მარკის გარეშე შენახვა-რეალიზაციის 213 ფაქტი, რის შედეგადაც ამოღებული იქნა 35 141 კოლოფი უაქციზო თამბაქოს ნაწარმი. სამართალდამრღვევი პირების მიმართ, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1552 მუხლის შესაბამისად, შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები და საქმის მასალები ქვემდებარეობის მიხედვით სასამართლოს გადაეგზავნა. ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)