|
2024-09-10 12:34:36, 342 ნახვა
მსოფლიო
რუსეთმა 2 ოკეანესა და 3 ზღვაში სტრატეგიული წვრთნები Ocean-2024 დაიწყო
რუსეთის სასაზღვრო ძალებმა 2 ოკეანესა და 3 ზღვაში სტრატეგიული წვრთნები Ocean-2024 დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას Meduza რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს. მედიის ცნობით, მანევრები წყნარ და ჩრდილოეთის ყინულოვან ოკეანეებში, აგრეთვე, ხმელთაშუა, კასპიისა და ბალტიის ზღვების აკვატორიებში ჩატარდება. "წვრთნებში ჩართული იქნება 90 ათასზე მეტი სამხედრო, 400-ზე მეტი საბრძოლო ხომალდი, წყალქვეშა ნავი და დამხმარე ფლოტის დამხმარე გემები, საზღვაო და საჰაერო კოსმოსური ძალების საზღვაო ავიაციის 120-ზე მეტი თვითმფრინავი და ვერტმფრენი, დაახლოებით, 7000 ერთეული იარაღი, სამხედრო და სპეციალური ტექნიკა", - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში. თავდაცვის უწყების ინფორმაციით, მანევრებში ჩართულნი იქნებიან შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, FSB, ეროვნული გვარდიისა და FSO-ს ჯარები, ასევე "სამხედრო კონტინგენტები რუსეთის ფედერაციის უცხოელი პარტნიორი ქვეყნებიდან". Ocean-2024 16 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება.
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
მეუფე დანიელი - ჩვენი დიდი სურვილია, რომ ქვეყანაში დასრულდეს ურთიერთდაპირისპირება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)