|
2016-02-20 15:43:47, 475 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერ-მინისტრი "ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩის" წევრებს შეხვდება
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი მომავალ კვირაში "ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩის" წევრებს შეხვდება, - ამის შესახებ პრემიერმა "რადიო თავისუფლებისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, შეხვედრის ინიციატივა "გირჩს" ეკუთვნის და ისიც სიამოვნებით დათანხმდა. "მქონდა შეხვედრა არასაპარლამენტო ოპოზიციასთან, მომავალ კვირაში ვხვდები ერთ-ერთ საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელ პარტიას. ეს არის "გირჩი", რომლებმაც სურვილი გამოთქვეს და მე მათ სიამოვნებით შევხვდები. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ვერ შევთანხმდეთ ყველა საკითხზე. არის იდეები, რომლებზეც შეიძლება ვითანამშრომლოთ და ერთობლივად გავაკეთოთ რაღაცეები. მე მგონია, რომ ეს კარგი იქნება", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. კვირიკაშვილის თქმით, არ არის კარგი, რომელიმე იდეა მხოლოდ იმიტომ დაიბლოკოს, რომ არ არის მთავრობის მიერ დაანონსებული. "პირიქით, არავის არაფერი უნდა დავუკარგოთ, სხვათა შორის უნდა ვთქვა, რომ ჯერ კიდევ ეკონომიკის მინისტრობის დროს ზურაბ ჯაფარიძესთან მქონია შეხვედრები, დისკუსიები, რაღაცეებში ვთანხმდებით, რაღაცეებს შეიძლება ცოტა მეტი დრო სჭირდებოდეს, ვიდრე ზურას ჰგონია, მაგრამ ჩვენ გვქონდა ურთიერთპატივისცემა. ხედვებში შეიძლება იყოს განსხვავება და იყოს თანხვედრაც. ყოველ შემთხვევაში ჩემთვის დიალოგი იმ ადამიანებთან ყოველთვის სასიამოვნოა და ეს პოლემიკა სასარგებლოა ყოველთვის, თუნდაც არ სრულდებოდეს რაიმე ერთობლივი გადაწყვეტილებით", - აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა.
სოფელ წინაკვერკვეში მეწყრული პროცესები ვითარდება
ზელენსკი: მივიღეთ ცნობები, რომ რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ ორეშნიკის გამოყენებისთვის ემზადება
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)