23:59 - 23 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-09-09 17:14:13, 403 ნახვა

საზოგადოება
პორტუგალიაში ციხიდან 5 პატიმარი გაიქცა, მათ შორის ერთი ქართველია

პორტუგალიის "მაღალი უსაფრთხოების" სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან 5 პატიმარი გაიქცა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

როგორც სააგენტო ქვეყნის ხელისუფლებაზე დაყრდნობით იუწყება, დედაქალაქ ლისაბონის ჩრდილოეთით 30 კმ-ში მდებარე ციხიდან გაქცეულ პატიმრებს შორის, ერთი ქართველია, ერთი არგენტინის, ერთი დიდი ბრიტანეთის, ხოლო 2 პორტუგალიის მოქალაქეა.

ციხის ადმინისტრაციის ცნობით, პატიმრები, რომელთა ასაკი 33-დან 61 წლამდეა, დაწესებულებიდან "გარე დახმარების" საშუალებით გაიქცნენ.

მათივე ინფორმაციით, ორივე პორტუგალიელი იხდიდა 25-წლიან სასჯელს ისეთი დანაშაულებებისთვის, როგორიცაა ნარკოტიკებით ვაჭრობა, კრიმინალური გაერთიანება, ქურდობა, ძარცვა და გატაცება; დანარჩენი 3 კი დაწესებულებაში ქურდობის, გატაცებისა და ძარცვის გამო იმყოფებოდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სოფელ წინაკვერკვეში მეწყრული პროცესები ვითარდება
ზელენსკი: მივიღეთ ცნობები, რომ რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ ორეშნიკის გამოყენებისთვის ემზადება
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics