19:03 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-09-09 11:38:54, 277 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე - როდესაც გაქვს სურვილი, შავი ფული ამოძრაო პოლიტიკაში, არ გექნება სურვილი, „გამჭვირვალობის კანონი“ იყოს მიღებული

როგორ შეიძლება, ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანი ეწინააღმდეგებოდეს გამჭვირვალობას. ეს კანონი ითხოვს მხოლოდ და მხოლოდ ერთ რამეს - საზოგადოებას ჰქონდეს ინფორმაცია, არასამთავრობო ორგანიზაციები იქნება თუ ტელევიზიები, რომლებიც ფულს იღებენ გარედან, უცხოეთიდან, იყვნენ დაფიქსირებული და იცოდნენ, საიდან მიიღეს და რა კონკრეტულ პროექტებში იხარჯება ეს ფული, - ასე უპასუხა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ შეკითხვას ქოლ-ცენტრების საქმეზე.

კალაძის თქმით, "გამჭვირვალობის კანონს" ისინი ეწინააღმდეგებიან, ვისაც პოლიტიკაში "შავი ფულის მოძრაობა უნდა".

"როდესაც გაქვს სურვილი, ეს ყველაფერი დაფარო, გაქვს სურვილი, შავი ფული ამოძრაო პოლიტიკაში, დააფინანსო რევოლუციური სცენარი, ვითომ მძიმე სენით დაავადებული ბავშვების მშობლებს ატრენინგებ, დააფინანსო ექსტრემისტული ორგანიზაციები, რა თქმა უნდა, არ გექნება სურვილი, "გამჭვირვალობის კანონი" იყოს მიღებული და იმიტომ არის წინააღმდეგი", - განაცხადა კალაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics