|
2024-09-07 14:19:52, 393 ნახვა
მსოფლიო
უკრაინის საგარეო - მოვუწოდებთ ირანს თავი შეიკავოს რუსეთისთვის იარაღის გადაცემისგან - ეს უკრაინა-ირანის ურთიერთობისთვის დამანგრეველია
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო ირანის მიერ რუსეთისთვის ბალისტიკური რაკეტების გადაცემის შესახებ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის გამო, შეშფოთებას გამოთქვამს. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს თეირანს, თავი შეიკავოს მოსკოვისთვის ნებისმიერი სახის იარაღის მიწოდებისგან. “უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო ღრმად შეშფოთებულია საერთაშორისო მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ირანის მიერ რუსეთის ფედერაციისთვის ბალისტიკური რაკეტების შესაძლო გადაცემის შესახებ. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ირანის ხელმძღვანელობას, თავი შეიკავოს რუსეთისთვის, რომელიც გაეროს წესდებისა და საერთაშორისო სამართლის ნორმების თანახმად აგრესორი სახელმწიფოა, ნებისმიერი სახის იარაღისა და სამხედრო ტექნიკის გადაცემისგან. აღნიშნული ცნობების დადასტურებას დამანგრეველი შედეგები მოჰყვება უკრაინა-ირანის ორმხრივი ურთიერთობებისთვის“,-აღნიშნულია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
მეუფე დანიელი - ჩვენი დიდი სურვილია, რომ ქვეყანაში დასრულდეს ურთიერთდაპირისპირება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)