23:58 - 23 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-09-06 16:40:05, 341 ნახვა

საზოგადოება
კალაძე - მადლობა ბიძინა ივანიშვილს და მის ოჯახს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროექტისთვის

თბილისის მერი კახა კალაძე ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის 2024 წლის კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებას დაესწრო. 

კახა კალაძემ უნივერსიტეტის პირველ კურსდამთავრებულებს სწავლის დასრულება მიულოცა და აღნიშნა, რომ  ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი რეგიონში განათლების, მეცნიერების და ტექნოლოგიების საერთაშორისო ცენტრს წარმოადგენს.  

"მინდა, ყველა კურსდამთავრებულს მივულოცო და წარმატებები ვუსურვო. როგორც ამ ქვეყნის მოქალაქე, ძალიან ამაყი ვარ, რომ ჩემს ქვეყანაში ასეთი მაღალი დონის უნივერსიტეტი გვაქვს. ბევრი ევროპული უნივერსიტეტი მინახავს, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი  რეგიონში თავისი განათლების სისტემით, ინფრასტრუქტურით, ტექნოლოგიებით მართლაც საერთაშორისო დონისაა. მიხარია, რომ განათლებას ასეთი განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა...

ეს პროექტი ბიძინა ივანიშვილის და მისი ოჯახის დამსახურებაა. შეიძლება, ბევრი ადამიანი დღეს ვერ ხედავდეს ამ პროექტის მნიშვნელობას, მაგრამ გავა წლები და სრულიად საქართველო დაინახავს, რამდენად საჭირო იყო მისი განხორციელება ქვეყნისთვის. მადლობა საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“, ბიძინა ივანიშვილს და მის ოჯახს პროექტისთვის, რომელიც უმნიშვნელოვანესია ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის", - აღნიშნა კახა კალაძემ.

ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სოფელ წინაკვერკვეში მეწყრული პროცესები ვითარდება
ზელენსკი: მივიღეთ ცნობები, რომ რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ ორეშნიკის გამოყენებისთვის ემზადება
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics