|
2024-09-06 12:29:33, 320 ნახვა
საზოგადოება
ოთარ შამუგია ჰელსინკში ფინეთის გარემოს დაცვის სამინისტროს მუდმივ მდივანს, იუჰან დამსკის შეხვდა
ფინეთის გარემოს დაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე ოთარ შამუგიამ და იუჰან დამსკიმ გარემოსდაცვითი და კლიმატის ცვლილების მიმართულებით ორ ქვეყანას შორის არსებული და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ყურადღება გამახვილდა საქართველოს გარემოს ეროვნულ სააგენტოსა და ფინეთის მეტეოროლოგიურ ინსტიტუტს შორის მეტეოროლოგიის, კლიმატოლოგიისა და გარემოს სფეროში თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმის მნიშვნელობაზე, რომელიც ხელს შეუწყობს არსებული თანამშრომლობის გაღრმავებას, საქართველოში მეტეოროლოგიური და გარემოსდაცვითი დაკვირვების ქსელებისა და ლაბორატორიების მოდერნიზებას, ამინდის, კლიმატის და ჰაერის ხარისხის მოდელირების და პროგნოზირების სისტემების განვითარებას. “საქართველოში გარემოსდაცვითი მიმართულება სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, გაზრდილია საბიუჯეტო დაფინანსება, რაც შესაბამისად აისახა კონკრეტულ შედეგებზე, როგორც საერთაშორისო გარემოსდაცვითი სტანდარტების დანერგვის, ისე საკანონმდებლო დაახლოების და ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერების კუთხით. ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული საკანონმდებლო დაახლოების კუთხით საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია, კერძოდ, გარემოსდაცვითი მმართველობის, ჰაერის ხარისხის, წყლის რესურსების მართვის, ნარჩენების მართვის, სამრეწველო ემისიების მართვის, ბიომრავალფეროვნების დაცვის და კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლის მიმართულებებით”,- განაცხადა შამუგიამ. იუჰან დამსკიმ მინისტრს მადლობა გადაუხადა ფინეთის რესპუბლიკაში ვიზიტისთვის და აღნიშნა, რომ ძალიან შთამბეჭდავი და დასაფასებელია ის რეფორმები, რასაც ევროინტეგრაციის პროცესში წინსვლისთვის საქართველოს ხელისუფლება ატარებს გარემოს დაცვის მიმართულებით. “ჩვენ მზად ვართ, მხარი დაგიჭიროთ. განსაკუთრებით მახარებს ის თანამშრომლობა, რაც საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ფინეთის მეტეოროლოგიის ინსტიტუტთან დაიწყო. ფინეთის მეტეოროლოგიის ინსტიტუტი არის ერთ-ერთი მოწინავე მსოფლიოში. ჩვენი სპეციალისტები საქართველოს დაეხმარებიან თანამედროვე სისტემების განვითარებაში. ჩვენ ასევე მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ საქართველოში მიმდინარე რეფორმებს გარემოს დაცვის სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის, მწვანე ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობის, ცირკულარული ეკონომიკის პრინციპების დანერგვის და სხვა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ აიღო ვალდებულება, 2050 წლისთვის გახდეს კლიმატნეიტრალური ქვეყანა, რაც პასუხობს ევროკავშირის დღის წესრიგს; რა თქმა უნდა, ამ მიმართულებითაც მზად ვართ, ჩვენი გამოცდილება გაგიზიაროთ”,- განაცხადა დამსკიმ. ფინეთის გარემოს დაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნინო თანდილაშვილი, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ფინეთის რესპუბლიკასა და შვედეთის სამეფოში ირაკლი ხუცურაული და გარემოს ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ვასილ გედევანიშვილი ესწრებოდნენ.
სოფელ წინაკვერკვეში მეწყრული პროცესები ვითარდება
ზელენსკი: მივიღეთ ცნობები, რომ რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ ორეშნიკის გამოყენებისთვის ემზადება
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)