|
2024-09-03 12:09:38, 397 ნახვა
მსოფლიო
ნეთანიაჰუმ უარყო მოწოდებები ფილადელფიის კორიდორიდან ჯარების გაყვანაზე, რაც ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირობად განიხილებოდა
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ უარყო მოწოდებები ღაზას სამხრეთ საზღვარზე, ეგვიპტესთან მდებარე ე.წ. ფილადელფიის კორიდორიდან ჯარების გაყვანაზე, რაც ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირობად განიხილებოდა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. “ბოროტების ღერძს სჭირდება “ფილადელფიის კორიდორი“, ამიტომაც ის უნდა ვაკონტროლოთ“,- განაცხადა ნეთანიაჰუმ იერუსალიმში გამართულ პრესკონფერენციაზე. “ჰამასი“ უარყოფს ისრაელის ყოფნას აღნიშნულ ტერიტორიაზე, მაშინ როდესაც ნეთანიაჰუ ამტკიცებს, რომ ისრაელი არ დატოვებს კორიდორს. ამასთან, ნეთანიაჰუმ ბოდიში მოიხადა მძევლების ოჯახების წინაშე და განაცხადა, რომ ზეწოლა უნდა განხორციელდეს “ჰამასზე“ და არა ისრაელზე, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც “ჰამასმა“ გასულ კვირას ექვსი ისრაელელი მძევალი მოკლა, მათ შორის ამერიკის მოქალაქე. ნეთანიაჰუს განცხადებით, მას არ სჯერა, რომ ჯო ბაიდენი ან ვინმე სხვა, ვინც სერიოზულად ფიქრობს მშვიდობის მიღწევის საკითხზე, ითხოვს ისრაელისგან მეტ დათმობაზე წასვლას, “ჩვენ ეს უკვე გავაკეთეთ. “ჰამასი“ დათმობაზე უნდა წავიდეს“,- აღნიშნა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა.
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
მეუფე დანიელი - ჩვენი დიდი სურვილია, რომ ქვეყანაში დასრულდეს ურთიერთდაპირისპირება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)