|
2016-02-19 18:38:28, 681 ნახვა
საზოგადოება
ციხისძირში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს ადგილობრივები და პოლიტპატიმრები დაუპირისპირდნენ
ციხისძირში, სანერგე მეურნეობის ტერიტორიაზე, „ნაციონალური მოძრაობის” იმ წევრებს, რომლებიც მჯდომარე აქციას აწყობენ, დღეს ადგილობრივები და პოლიტპატიმრები დაუპირისპირდნენ. ისინი მიიჩნევენ, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ მორალური უფლება არ აქვს, აქციები გამართოს, ამიტომ მათ ტერიტორიის დატოვება მოსთხოვეს. ადგილობრივებისა და პოლიტპატიმრების განცხადებით, ისინი ოლეგ ბროლაძისა და ბონდო თერდორაძის საქმეზე სასამართლოს განაჩენს ელოდებიან. განაჩენის გამოტანის შემდეგ კი, პარალელურ რეჟიმში, პერმანენტული აქციების მოწყობას აანონსებენ. როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები აცხადებენ, საპროტესტო გამოსვლებს სამუშაოების შეჩერებამდე არ აპირებენ. მათი მოთხოვნა უცვლელია: კომპანია „ზიმომ“ სამუშაოების წარმოებაზე გაცემული ნებართვა უნდა წარადგინოს. ამ ეტაპზე ტიტას ხის გადატანის სამუშაოები კვლავ გრძელდება.
წყარო: TV25
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
26 მაისს დაგეგმილ დიდ საპროტესტო აქციას სტუდენტებიც უერთდებიან
NYT: ტრამპის ადმინისტრაცია ისრაელს ირანთან მოლაპარაკებებში გვერდზე უდგას
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)