|
2024-09-02 14:14:36, 1057 ნახვა
სპორტი
ვილი სანიოლმა საქართველოს ნაკრებში კიდევ ერთი ახალწვეული - საბა გოგლიჩიძე გამოიძახა
საქართველოს ნაკრები უეფას ერთა ლიგის 2024/25 წლების სეზონისთვის მზადებას 24 ფეხბურთელით დაიწყებს. იტალიის ემპოლისა და ეროვნული ნაკრების (21 წლამდე) მცველი საბა გოგლიჩიძე ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში სექტემბრის მატჩებისთვის გამოძახებულთა სიას დაემატა. 20 წლის ფეხბურთელის დებიუტი იტალიის სერია A-ში 31 აგვისტოს ბოლონიასთან მატჩში წარმატებით შედგა. შოთა ნონიკაშვილთან და ლუკა გადრანთან ერთად გოგლიჩიძე ეროვნული ნაკრების მესამე დებიუტანტი სექტემბრის შეკრებაზე გახდება. საქართველოს ნაკრების შემადგენლობა მეკარე: გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია, ესპანეთი), გიორგი ლორია (ომონია, კვიპროსი), ლუკა გუგეშაშვილი (პანსერაიკოსი, საბერძნეთი). დაცვა: გურამ კაშია (სლოვანი, სლოვაკეთი), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვი, პოლონეთი), გიორგი გველესიანი (პერსეპოლისი, ირანი), ლაშა დვალი (აპოელი, კვიპროსი), ლუკა ლოჭოშვილი (კრემონეზე, იტალია) , გიორგი გოჩოლეიშვილი (კოპენჰაგენი, დანია) , ირაკლი აზაროვი (შახტარი, უკრაინა), ლუკა გადრანი (კაირატი, ყაზახეთი), ჯიმი ტაბიძე (მახაჩკალას დინამო, რუსეთი), საბა გოგლიჩიძე (ემპოლი, იტალია). ნახევარმცველები: გიორგი ჩაკვეტაძე (უოტფორდი, ინგლისი), ოთარ კიტეიშვილი (შტორმი, ავსტრია), გიორგი ქოჩორაშვილი (ლევანტე, ესპანეთი), სანდრო ალთუნაშვილი (ვოლფსბერგერი, ავსტრია), შოთა ნონიკაშვილი (ჩერკასი, უკრაინა), გიორგი წიტაიშვილი, სპარანი. საბა ლობჟანიძე (ატლანტა, აშშ) თავდამსხმელები: გიორგი მიქუტაძე (ლიონი, საფრანგეთი), ბუდუ ზივზივაძე (კარლსრუე, გერმანია), ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი, იტალია), ზურიკო დავითაშვილი (სენტ-ეტიენი, საფრანგეთი). საქართველოს ნაკრებმა C ლიგის მოგების შემდეგ ერთა ლიგის B1 ჯგუფში თამაშის უფლება მოიპოვა. სექტემბრის შესვენებაზე საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის ორ მატჩს გამართავს. 7 სექტემბერს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ეროვნული ნაკრები ჩეხეთს უმასპინძლებს. 10 სექტემბერს ტირანაში საქართველოს ნაკრები ალბანეთის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება. ჩვენი გუნდი 2 სექტემბერს საგურამოში ჩეხეთთან და ალბანეთთან მატჩისთვის მზადებას დაიწყებს.
კობახიძე: ჩვენთვის კონკრეტულად ბატონი ფიშერი საერთოდ არ არის ევროპელი
კობახიძე: ჩვენ გვინდა სხვანაირი ევროკავშირი
შსს: ჩოხატაურში ერთი პირი დაჭრეს, ის გარდაიცვალა - პოლიციამ 1 პირი დააკავა
Reuters: უკრაინული დრონების დარტყმების შედეგად რუსეთის ცენტრალურ ნაწილში თითქმის ყველა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ მუშაობა შეაჩერა
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
სუმზე თავდასხმის დროს ხუთსართულიანი შენობა ჩამოინგრა, 8 ადამიანი დაიჭრა
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)