01:11 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-09-02 12:16:24, 304 ნახვა

საზოგადოება
„თიბისის“ ბიზნეს ინტერნეტ და მობაილბანკის ფუნქციონალები და უპირატესობები

"თიბისის" ბიზნეს ინტერნეტ და მობაილბანკი უზრუნველყოფს მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლების მარტივ წვდომას ანგარიშებსა და ფინანსურ ინსტრუმენტებზე. მათი საშუალებით ბიზნესს შეუძლია უსაფრთხო და დაცული საბანკო ოპერაციების დამოუკიდებლად შესრულება.

გარდა ამისა ყოველდღიურ საქმიანობაში მომხმარებელს შეუძლია ინტერნეტ ბანკით ან მობალბანკით განახორციელოს: გადარიცხვები (სალარე, სავალუტო, სახაზინო, ხელფასი), გადახდები (კომუნალური, ჯარიმები), ტრანზაქციების დადასტურება, კონვერტაცია, შეტყობინების გაგზავნა, მოსალოდნელი ჩარიცხვის დროს ნაშთის შემოწმება, შეტყობინების გაგზავნა ბანკში, Apple/Google pay და სხვ.

გადარიცხვები - მომხმარებელს შეუძლია დამოუკიდებლად მისთვის სასურველი მიმართულებით, ბანკში მისვლის გარეშე, უფრო დაბალი ტარიფით (ფილიალთან შედარებით) გადარიცხოს თანხა. მობაილბანკსა და ინტერნეტ ბანკში პროცესის გამარტივებისთვის შექმნილია სხვადასხვა ფუნქციონალი: გადარიცხვის შაბლონები, ავტომატური გადარიცხვები, მომავლის თარიღით გადარიცხვა, დეკლარაციის შევსების მარტივი ფორმა და ა,შ.

ტრანზაქციების ისტორია - მომხმარებლებს თავიანთი კომპანიის ჭრილში შეუძლიათ ყველა ტრანზაქციის ისტორიის ნახვა და მათთან დაკავშირებული ფუნქციონალების გამოყენება, როგორებიცაა: ტრანზაქციის საბუთების ჩამოტვირთვა/ბეჭდვა,  საერთაშორისო გადარიცხვების თრექინგი, მონაცემების დასამუშავებლად საჭირო ფილტრები და სხვ.

ამონაწერების მართვა - "თიბისის" ბიზნეს ინტერნეტ ბანკში მომხმარებელს შეუძლია 5 წლის ამონაწერის მიღება სრულიად უფასოდ. კლიენტს შეუძლია რამდენიმე ანგარიშიდან ერთდროულად ამოიღოს ამონაწერი, ატვირთოს ისინი თავის საბუღალტრო პროგრამაში, ამონაწერის გვერდიდანვე ნახოს ტრანზაქციის დეტალები, ამოიღოს ქვითარი  და ა.შ.

კონვერტაცია - ინტერნეტ და მობაილბანკში მომხმარელებს კონვერტაციის უკეთესი კურსით შეუძლიათ სარგებლობა, ვიდრე ფილიალებშია, ან ბაზარზე.

მობაილბანკის უპირატესობები - მობაილბანკით სარგებლობა შეუძლია ნებისმიერ ბიზნესს, როგორც კომპანიას, ისე ბიზნეს ფიზიკურ პირს (მაგ ინდ მეწარმეს). ასევე შესაძლებელია ერთდროულად რამდენიმე მიმღებთან (შაბლონთან) გადარიცხვა და რამდენიმე მომხმარებლის დამახსოვრება/გადართვა - მაგალითად, ბუღალტერს, რომელიც 5 კომპანიას ემსახურება, შეუძლია ხუთივე დაიმახსოვროს ტელეფონში და ანგარიშებს შორის მარტივად გადართოს.

ინტერნეტ ბანკის უპირატესობები - უფრო კომფორტულია რთული ოპერაციების შესასრულებლად, როგორიცაა ხელფასების გადარიცხვა, კომპანიის KYC განახლება, ამონაწერი და ა.შ.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
სოფელ წინაკვერკვეში მეწყრული პროცესები ვითარდება
ზელენსკი: მივიღეთ ცნობები, რომ რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ ორეშნიკის გამოყენებისთვის ემზადება
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics