19:17 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-09-01 15:49:04, 459 ნახვა

პოლიტიკა
ვაშაძე: ქართული ოცნება ამ არჩევნებში წააგებს

კოალიცია „ერთობა - ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნება“ დამარცხდება, „რადგან მათი რეიტინგი დაახლოებით 20%-ია“.

მისივე განმარტებით, დეზინფორმაციის მანქანები მუშაობენ ხელისუფლების სასარგებლოდ, მაგრამ "ეს მათ არ დაეხმარება".

„ქართული ოცნება“ ამ არჩევნებში წაგებულია. მათი რეიტინგი დაახლოებით 20%-ია. რა თქმა უნდა, დიდი დეზინფორმაციის მანქანები ცდილობენ მათ როგორმე დაეხმარონ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ეს მათ არ დაეხმარება. საქართველოში კიდევ ბევრი ვართ, ვისაც ევროკავშირის კეთილდღეობა გვინდა და უარს ვამბობთ იზოლაციისა და მონობის გზაზე, რომელსაც ივანიშვილი და ქართული ოცნება ირჩევენ. სწორედ ამიტომ უნდა ვიაროთ წინ ევროპისკენ, ევროკავშირისა და კეთილდღეობისკენ. სიმართლით და სიკეთით უნდა დავუპირისპირდეთ ამ დიდ, მასიურ დეზინფორმაციის მანქანას“, - განაცხადა ვაშაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics