01:45 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-08-30 11:31:03, 335 ნახვა

საზოგადოება
კახეთში სეტყვისგან დაზიანებული ყურძენი მევენახე ფერმერებმა სრულად დააბინავეს

რთველი 2024-ის საკოორდინაციო შტაბის ორგანიზებით, 23-24 აგვისტოს კახეთის რეგიონში მოსული ძლიერი სეტყვისა და ქარისგან დაზიანებული ყურძნის ჩაბარება შპს „მოსავლის მართვის კომპანიამ"   ოპერატიულად,  სტიქიის მეორე დღიდანვე დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტროს ცნობით, ყვარლის, თელავის და ახმეტის მუნიციპალიტეტებში დასეტყვილ ყურძენს კომპანია თელავის და ყვარლის მუნიციპალიტეტებში 2 ლოკაციაზე იბარებდა.

"მევენახეებმა დაზიანებული, არაკონდიციური  1 კგ ყურძენი  1.00 ლარად ჩააბარეს.

 30 აგვისტოს მდგომარეობით,  სულ გადამუშავებულია 1800 ტონამდე დასეტყვილი ყურძენი.

აღსანიშნავია, რომ 23 აგვისტოს კახეთის რეგიონში განვითარებულმა სტიქიამ სხვადასხვა სასოფლო-სამეურნეო კულტურა, მათ შორის, ყურძენი დააზიანა. წინასწარი  მონაცემებით, სეტყვისგან დაზიანებულია 120 ჰექტარზე მეტი სასოფლო-სამეურნეო სავარგულები.

2024 წელს, ყურძნის საპროგნოზო მოსავალი 300 ათას ტონას შეადგენს. რთველის მიმდინარეობის დროს ყურძნის გადამუშავების პროცესში, ჯამურად, 500-ზე მეტი ღვინის საწარმო იქნება ჩართული. ყურძნის მოსავლის გადამუშავების მზადყოფნის მოთხოვნით, რთველის საკოორდინაციო შტაბში უკვე დარეგისტრირებულია  200-მდე ღვინის საწარმო", - ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სოფელ წინაკვერკვეში მეწყრული პროცესები ვითარდება
ზელენსკი: მივიღეთ ცნობები, რომ რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ ორეშნიკის გამოყენებისთვის ემზადება
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics