01:45 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-08-30 09:53:53, 348 ნახვა

საზოგადოება
მერია - თბილისის მასშტაბით ქუჩების მორეცხვა გრძელდება

შპს „თბილსერვის ჯგუფი" სპეცტექნიკის საშუალებით დედაქალაქის ქუჩების მორეცხვას აგრძელებს. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს 

მერიის ცნობით ზაფხულის განმავლობაში ინტენსიურად ირეცხება გზები, ურნები და მიწისქვეშა გადასასვლელები.

მორეცხვის სამუშაოებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე დღეს, მის მოადგილესთან, ანდრია ბასილაიასთან და “თბილსერვის ჯგუფის” დირექტოთან, დავით ფაჩულიასთან ერთად ფარნავაზ მეფის, ვეკუასა და ხიზანიშვილის ქუჩებზე და მელიქიშვილის გამზირზე დაესწრო. 

"თბილსერვის ჯგუფი" აწარმოებს ქუჩების მორეცხვის სამუშაოებს. ამჟამად ვიმყოფებით დიდ დიღომში,  ასევე გლდანში და მელიქიშვილის გამზირზე ირეცხება ქუჩები და სუფთავდება ურნები. ეს პროცესი მთელი ზაფხულის პერიოდში მიმდინარეობს, თუ ამინდი გვაძლევს ამის შესაძლებლობას და ნალექი არ არის. ყოველღამით ირეცხება ქუჩები და გამზირები სხვადასხვა რაიონებში და უბნებში. ეს სამუშაოები ზაფხულის ბოლომდე გაგრძელდება", - განაცხადა კალაძემ. 

დედაქალაქის სხვადასხვა ქუჩა, ურნები და მიწისქვეშა გადასასვლელები მთელი წლის განმავლობაში პერიოდულად ირეცხება, თუმცა ტემპერატურის მატებასთან ერთად, აღნიშნული სამუშაოები ზაფხულის პერიოდში უფრო ინტენსიურად სრულდება.

იმისათვის, რომ დედაქალაქში საგზაო მოძრაობა არ შეფერხდეს, ცენტრალური და მეორეხარისხოვანი გზების მორეცხვა ღამის განმავლობაში მიმდინარეობს.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სოფელ წინაკვერკვეში მეწყრული პროცესები ვითარდება
ზელენსკი: მივიღეთ ცნობები, რომ რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ ორეშნიკის გამოყენებისთვის ემზადება
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics