|
2016-02-19 14:11:17, 378 ნახვა
პოლიტიკა
თბილისში საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის სამმხრივი საგარეო საქმეთა მინისტერიალის მორიგი შეხვედრა გაიმართა
თბილისში საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის სამმხრივი საგარეო საქმეთა მინისტერიალის მეხუთე შეხვედრა გაიმართა. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის, აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის ელმარ მამედიაროვისა და თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მევლუთ ჩავუშოღლუს მონაწილეობით. სამმხრივი ფორმატი წარმოადგენს რეგიონული თანამშრომლობის წარმატებულ მექანიზმს, რომელიც 2012 წლიდან რეგულარულად იმართება, როგორც საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის, ასევე სხვადასხვა დონეებზე. შეხვედრისას მინისტრები მიესალმნენ სამ ქვეყანას შორის არსებულ მჭიდრო ურთიერთქმედებას და განიხილეს თანამშრომლობის შემდგომი გაფართოების პერსპექტივები. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ენერგეტიკისა და ტრანსპორტის სფეროებზე. ამ თვალსაზრისით, დაფიქსირდა სამხრეთის ენერგეტიკული დერეფნის რეალიზაციისა და ევროპა-აზიის დამაკავშირებელი სატრანსპორტო დერეფნის შეუფერხებელი ფუნქციონირების მნიშვნელობა. მინისტრებმა ყურადღება გაამახვილეს ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის პროექტის ახლო მომავალში ამოქმედების საჭიროებაზე და გამოხატეს მზაობა, განაგრძონ კოორდინირებული მოქმედება აბრეშუმის გზის რეალიზაციისათვის. საუბარი ასევე შეეხო იმ გამოწვევებს, რომლებიც გავლენას ახდენს გლობალურ სტაბილურობაზე. სამმხრივი მინისტერიალის ფარგლებში, ხელი მოეწერა თბილისის განცხადებას. სამმხრივი მინისტერიალის ფარგლებში, საგარეო საქმეთა მინისტრებმა ხელი მოაწერეს თბილისის განცხადებას, რის შემდეგაც ჟურნალისტებისათვის ერთობლივი პრეს-კონფერენცია გაიმართა.
სოფელ წინაკვერკვეში მეწყრული პროცესები ვითარდება
ზელენსკი: მივიღეთ ცნობები, რომ რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ ორეშნიკის გამოყენებისთვის ემზადება
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)