|
2024-08-23 11:39:27, 473 ნახვა
სამართალი
პოლიციამ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის ძებნილი პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოსა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის ძებნილი პირი - 1963 წელს დაბადებული გ. კ. დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. სამინისტროს ცნობით, გ. კ. 2004 წელს, თბილისში, ორი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობისთვის იძებნებოდა. "სამართალდამცველებმა გ.კ. სასაზღვრო სამიგრაციო კონტროლის სამსახურის ,,დარიალი" ტერიტორიაზე იმ დროს დააკავეს, როდესაც ის სხვა გვარის გამოყენებით საქართველოს სახელწიფო საზღვრის გადმოკვეთას ცდილობდა. დაკავებული გ. კ. გადაყვანილია პენიტენციურ დაწესებულებაში", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)