|
2024-08-22 09:13:19, 383 ნახვა
მსოფლიო
ტრამპი თავდასხმის შემდეგ მხარდამჭერებს ღია სივრცეში პირველად შეხვდა - ტრიბუნასთან ტყვიაგაუმტარი მინა იყო დამონტაჟებული
ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თავდასხმის შემდეგ მხარდამჭერებს ღია სივრცეში პირველად შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. მედიის ცნობით, ტრამპის უსაფრთხოებისთვის, ტრიბუნასთან ტყვიაგაუმტარი მინა იყო დამონტაჟებული, მიმდებარე შენობების სახურავებზე კი სნაიპერები იყვნენ განთავსებულები. “ჩრდილოეთ კაროლინაში მხარდამჭერებთან გამართულ შეხვედრაზე ტრამპმა ბაიდენის ადმინისტრაცია სამუშაო სტატისტიკით მანიპულირებაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ “ბაიდენის ადმინისტრაციამ 818 000 სამუშაო ადგილი დაამატა, რომელიც ფიზიკურად არ არსებობს“. ჰარის-ბაიდენის ადმინისტრაცია თაღლითურად მანიპულირებდა სამუშაო ადგილების სტატისტიკით, რათა დაემალათ ეკონომიკური ნგრევის რეალური რიცხვი, რომელიც ქვეყანას მიაყენეს“,- აღნიშნა ტრამპმა. შეგახსენებთ, 13 ივლისს, პენსილვანიაში წინასაარჩევნო კამპანიის დროს დონალდ ტრამპს ესროლეს. ყოფილმა პრეზიდენტმა დაზიანება მიიღო, მისი ერთ-ერთი მხარდამჭერი კი დაიღუპა.
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
მეუფე დანიელი - ჩვენი დიდი სურვილია, რომ ქვეყანაში დასრულდეს ურთიერთდაპირისპირება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)