|
2024-08-20 15:11:12, 444 ნახვა
პოლიტიკა
ხატია დეკანოიძე „ნაციონალურ მოძრაობაში“ დაბრუნდა - ის ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის პოზიციას დაიკავებს
ხატია დეკანოიძე პარტია "ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში" დაბრუნდა. ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პარტის ოფისში მიმდინარე ბრიფინგზე ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარე კობა ნაყოფიამ განაცხადა. როგორც ნაყოფიამ აღნიშნა, დეკანოიძე საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ ინიცირებული ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის პოზიციას დაიკავებს. "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" რიგებში ბრუნდება ხატია დეკანოიძე, რაც მისასალმებელია. ხატია დეკანოიძე დღეიდან შეუდგება საქმიანობას მიხეილ სააკაშვილის მიერ ინიცირებული ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის პოზიციაზე", - განაცხადა კობა ნაყოფიამ. თავის მხრივ ხატია დეკანოიძემ აღნიშნა, რომ "ნებისმიერი პოლიტიკოსი უნდა დადგეს ყოველგვარ ეგოცენტრულობაზე, საკუთარ თავზე მაღლა, რადგან ქვეყანა არის უმძიმესი საფრთხის ქვეშ". "ნებისმიერ შემთხვევაში, ნებისმიერი პოლიტიკოსი უნდა დადგეს ყოველგვარ ეგოცენტრულობაზე, საკუთარ თავზე მაღლა, რადგან ქვეყანა არის უმძიმესი საფრთხის ქვეშ. ახლა მთავარი ფოკუსი უნდა იყოს ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლა", - განაცხადა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, ხატია დეკანოიძემ. ცნობისთვის, ხატია დეკანოიძემ "ნაციონალური მოძრაობა" 2024 წლის მარტში დატოვა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)