01:00 - 25 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-08-20 14:23:29, 411 ნახვა

მსოფლიო
ბულგარეთში პოლიტიკური კრიზისის გამო ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გადაიდო

ბულგარეთში შექმნილი პოლიტიკური კრიზისის გამო ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გადაიდო. ამის შესახებ ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.

მედიის ცნობით, ბულგარეთის პრეზიდენტმა, რუმენ რადევმა უარი თქვა დროებითი მთავრობის დანიშვნაზე, რომელშიც საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე კალინ სტოიანოვის დატოვება იგეგმებოდა.

პრეზიდენტის ამ გადაწყვეტილებით, ქვეყანაში 20 ოქტომბერს დანიშნული საპარლამენტო არჩევნები გაურკვეველი ვადით გადაიდო.

"ქალბატონი გრანჩაროვა - კოჟარევას უარის შემდეგ, მე ხელს არ მოვაწერ ამგვარად შეთავაზებული დროებითი მთავრობის დანიშვნას და მისი ვალდებულება მთავრობის ფორმირებასთან დაკავშირებით დასრულდა. ხვალ პარლამენტში ფიცის დადება არ გაიმართება, არჩევნები გადაიდება 20 ოქტომბრის შემდგომი პერიოდისთვის, მოქმედი მინისტრთა კაბინეტი კი გააგრძელებს მოვალეობის შესრულებას ოფიციალური მთავრობის ფორმირებამდე“, - წერს ბულგარეთის პრეზიდენტი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მაკრონმა ლუკაშენკოსთან მოლაპარაკებები გამართა და ბელორუსიის ომში ჩართვის „რისკების“ შესახებ გააფრთხილა
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics