|
2024-08-20 13:13:15, 442 ნახვა
პოლიტიკა
თინა ბოკუჩავა დემოკრატიული ყრილობის ფარგლებში კონგრესმენ დინ ფილიფსს შეხვდა
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა, დემოკრატიული ყრილობის ფარგლებში, კონგრესმენ დინ ფილიფსს შეხვდა. ბოკუჩავას განცხადებით, კონგრესმენ დინ ფილიფსთან საუბარი იყო რუსეთის შეკავების მნიშვნელობაზე, საქართველო-ამერიკის ურთიერთობის აღდგენაზე, მეგობარი აქტზე და იქ გაწერილ სიკეთეებზე, როგორიც არის ვიზალიბერალიზაცია და დამატებითი დახმარება საქართველოსთვის, ისევე როგორც სანქციები ივანიშვილის და მისი გარემოცვის წინააღმდეგ იმ ანტიდასავლური და ანტიევროპული ნაბიჯების გამო, რაც მან გადადგა. “კონგრესმენმა დინ ფილიფსმა საუბრის დროს ხაზი გაუსვა, რომ არსებობს ორ პარტიული მხარდაჭერა საქართველოს მიმართ აშშ-ის კონგრესში. დემოკრატიული პარტიის ლიდერშიფს ძალიან კარგად ესმის თუ რამდენად მნიშვნელოვანია 26 ოქტომბრის არჩევნები, რათა საქართველომ კვლავ გააგრძელოს სვლა ევროატლანტიკური კურსით“,- ნათქვამია ინფორმაციაში. შეგახსენებთ, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა, “ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერთან, გიორგი ვაშაძესთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით აშშ-ში, ჩიკაგოში, დემოკრატიული პარტიის კონგრესზე იმყოფება, სადაც კამალა ჰარისს დემოკრატიული პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატად წარადგენენ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)