03:10 - 25 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-08-19 17:58:20, 533 ნახვა

მსოფლიო
ალიევი - სამხრეთ კავკასიის რეგიონის სტაბილურობა და უსაფრთხოება რუსეთ-აზერბაიჯანის მჭიდრო ურთიერთობებზეა დამოკიდებული

რუსეთისა და აზერბაიჯანის მჭიდრო ურთიერთობებზე მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული სამხრეთ კავკასიის რეგიონის სტაბილურობა და უსაფრთხოება, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ბაქოში, რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან მოლაპარაკებების დასასრულს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც ალიევმა აღნიშნა, აზერბაიჯანი და რუსეთი მოქმედებენ, როგორც მოკავშირეები, მეგობრები და ახლო პარტნიორები.

"ვიწრო ფორმატის შეხვედრაზე დეტალურად განვიხილეთ რეგიონულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები. გასული წლის სექტემბრის შემდეგ რეგიონში სრულიად ახალი სიტუაცია შეიქმნა. აზერბაიჯანმა სრულად აღადგინა თავისი სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა. ბუნებრივია, ახალი სიტუაცია ხსნის ახალ შესაძლებლობებს სამხრეთ კავკასიაში მყარი და გრძელვადიანი მშვიდობის დამყარებისთვის. რუსეთსა და აზერბაიჯანს შორის მჭიდრო ურთიერთქმედებაზე მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული მთელი სამხრეთ კავკასიის რეგიონის სტაბილურობა და უსაფრთხოება", - განაცხადა ალიევმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსული ელიტა იმედგაცრუებულია პუტინით, მისი ომით, ინტერნეტ ბლოკადებითა და ეკონომიკური დაცემით გამო
მაკრონმა ლუკაშენკოსთან მოლაპარაკებები გამართა და ბელორუსიის ომში ჩართვის „რისკების“ შესახებ გააფრთხილა
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics