|
2024-08-15 15:03:20, 376 ნახვა
საზოგადოება
„თიბისი ლიზინგი“ MICHELIN-ის ოფიციალური პარტნიორია
"თიბისი ლიზინგმა" ლეგენდარულ ფრანგულ ბრენდთან MICHELIN-თან თანამშრომლობის მემორანდუმი დადო, რომლის ფარგლებშიც, კომპანიის ოფიციალური პარტნიორი ხდება საქართველოში. აღნიშნული კოლაბორაციის ფარგლებში, მომხმარებელი განსაკუთრებულ შეთავაზებებს მიიღებს. „ჩვენი გუნდისთვის მნიშვნელოვანია, რომ არა მხოლოდ სპეციალური სალიზინგო პირობებით, არამედ დამატებითი ღირებულებებით გაანებივროს მომხმარებელი. სწორედ ამიტომ, MICHELIN-თან თანამშრომლობით შევქმენით სპეციალური სასაჩუქრე ნაკრებები, რომელსაც სხვადასხვა კატეგორიის ავტომობილის დაფინანსებისას გადავცემთ საჩუქრად. ვფიქრობთ, რომ თავი მოვუყარეთ მანქანის მოვლის ისეთ ატრიბუტებს, რომელიც ყველა მძღოლს გამოადგება. სამომავლოდ კი, კიდევ უფრო მასშტაბურ შეთავაზებებს ვგეგმავთ“, - აცხადებს ზურაბ გუგუშვილი, "თიბისი ლიზინგის" კომერციული დირექტორი. „ჩვენი კოლაბორაცია განსაკუთრებულია ავტომომხმარებლებისთვის, რადგან MICHELIN-ის ნაკრებები, რომლებსაც მომხმარებლები მიიღებენ ბენეფიტის სახით შერჩეულია მათი უსაფრთხო გადაადგილებისთვის და გამოცდილია პრაქტიკაში. ჩვენი საერთო მიზანია ავტომომხმარებლების საჭიროებებზე ზრუნვა. ვფიქრობთ სამომავლოდ ბევრ საინტერესო პროექტს განვახორციელებთ", - აცხადებს ინგა პეტრიაშვილი, შპს ნუოვოს კომერციული დირექტორი. ცნობისთვის, MICHELIN 1889 წელს საფრანგეთში დაარსდა. თავდაპირველად კომპანია ორიენტირებული იყო ველოსიპედის საბურავების წარმოებაზე, მაგრამ მალევე გააფართოვა არეალი და მთლიანად ავტოინდუსტრიის განვითარებაში ითამაშა მნიშვნელოვანი როლი. ბრენდმა დაიწყო ავტომობილის აქსესუარების წარმოება, რამაც მალე დაიმსახურა მომხმარებლის სიყვარული და განსაკუთრებული ნდობა. შპს ნუოვო არის MICHELIN-ის ბრენდის ავტო აქსესუარების ოფიციალური დისტრიბუტორი ამიერკავკასიაში. საქართველოს ბაზარზე MICHELIN-ის ბრენდის ავტომობილის აქსესუარები შპს ნუოვომ 2022 წელს შემოიტანა და ახორციელებს ამ პროდუქციის დისტრიბუციას თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ბათუმში.
სოფელ წინაკვერკვეში მეწყრული პროცესები ვითარდება
ზელენსკი: მივიღეთ ცნობები, რომ რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ ორეშნიკის გამოყენებისთვის ემზადება
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)