|
2016-02-18 19:22:28, 383 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით ეკონომიკური საბჭოს სხდომა გაიმართა
ინფრასტრუქტურული პროექტების დაჩქარების გეგმა, დამწყები ბიზნესის დაფინანსების ხელშეწყობის პროგრამა და 2016 წელს რეგიონებში განსახორციელებელი ღონისძიებები განიხილეს ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით, დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა. ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების დაჩქარების გეგმა წარადგინა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა. პრემიერ-მინისტრის დავალებით, მინიმუმამდე უნდა იყოს დაყვანილი პროექტირებისა და მშენებლობის ვადები, რათა სტრატეგიული მნიშვნელობის საავტომობილო გზების მშენებლობა მაქსიმალურად მოკლე ვადებში უნდა დასრულდეს. სხდომაზე ასევე აღინიშნა, რომ უკვე ყალიბდება ე.წ „სტარტაპების" ხელშეწყობის პროგრამის კონკრეტული კრიტერიუმები და დაფინანსების პროცედურები, რის შემდეგაც პროექტს მთავრობა განიხილავს. პროგრამა საქართველოში ახალი ბიზნესპროექტებისა და მეწარმეობის სულისკვეთების განვითარებას ისახავს მიზნად. 2016 წელს რეგიონებში განსახორციელებელი ღონისძიებების გეგმაზე ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა ისაუბრა. მიხეილ გიორგაძის ინფორმაციით, რეგიონებში მოეწყობა ღია საკონცერტო სივრცეები და ჩატარდება, როგორც კონცერტები და თეატრალური წარმოდგენები, ისე - სხვადასხვა სახის გასართობი ღონისძიებები, რომლებშიც, ქართველ მომღერლებთან ერთად, უცხოელი შემსრულებლებიც მიიღებენ მონაწილეობას. ღონისძიებები რეგიონებში გაზაფხულიდან დაიწყება და მთელი ზაფხულის განმავლობაში გაგრძელდება.
სოფელ წინაკვერკვეში მეწყრული პროცესები ვითარდება
ზელენსკი: მივიღეთ ცნობები, რომ რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ ორეშნიკის გამოყენებისთვის ემზადება
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)