|
2024-08-14 15:49:37, 537 ნახვა
პოლიტიკა
იონათამიშვილი სააკაშვილზე - ეს ადამიანი დიდი სირცხვილია - მისი მხარდაჭერა ღალატის, დეზინფორმაციის და სიცრუის მხარდაჭერას ნიშნავს
სააკაშვილი ჯერ სტრასბურგის სასამართლომ გაასამართლა, როგორც სისხლის სამართლის დამნაშავე, ახლა ვაშინგტონმა დაბრენდა, რომ არის დეზინფორმაციის და სპეკულაციის წყარო,- ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი სოციალურ ქსელში წერს. იონათამიშვილის განცხადებით, ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი "არის ძალიან დიდი სირცხვილი და სწორედ ამიტომ, მისი მხარდაჭერა დანაშაულის, ღალატის, ამორალურობის, დეზინფორმაციის და სიცრუის მხარდაჭერას ნიშნავს". "სააკაშვილი ჯერ სტრასბურგის სასამართლომ გაასამართლა, როგორც სისხლის სამართლის დამნაშავე, ახლა ვაშინგტონმა დაბრენდა, რომ არის დეზინფორმაციის და სპეკულაციის წყარო. ეს ადამიანი არის ძალიან დიდი სირცხვილი და სწორედ ამიტომ, მისი მხარდაჭერა დანაშაულის, ღალატის, ამორალურობის, დეზინფორმაციის და სიცრუის მხარდაჭერას ნიშნავს“,- წერს იონათამიშვილი. ცნობისთვის, გუშინ, 13 აგვისტოს საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს განცხადება გავრცელდა, სადაც ნათქვამია, რომ სენატორ ჯინ შაჰინისა და კონგრესმენ მაიკ ტერნერის საქართველოში ვიზიტისას ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის "საკითხი არ განხილულა, განხილვის საკითხი იყო, რომ აშშ-ს სურს კარგი ურთიერთობა საქართველოსთან და რომ პირველი ნაბიჯი საქართველოს მთავრობამ უნდა გადადგას".
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)