06:02 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-08-14 14:32:40, 379 ნახვა

საზოგადოება
გლდანის VI მიკროს N10 კორპუსში საერთო სარგებლებობის აივნების გამაგრების სამუშაოები მიმდინარეობს

გლდანის რაიონის გამგეობა, ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, სხვადასხვა სამუშაოს ახორციელებს, მათ შორის, გლდანის მეექვსე მიკრორაიონის N10 კორპუსში საერთო სარგებლობის ავარიული აივნების გამაგრება მიმდინარეობს, რისთვისაც 59 000 ლარამდე დაიხარჯება. ამის შესახებ ინფორმაციას გლდანის რაიონის გამგეობა ავრცელებს.

გამგეობის ცნობით, მსგავსი ტიპის სამუშაოები გლდანის პირველი მიკრორაიონის N23 ა და N23 ბ კორპუსებშიც მიმდინარეობს. 

"პროექტის ფარგლებში, სადარბაზოების დაზიანებული საერთო სარგებლობის აივანები ლითონის კონსტრუქციებით მაგრდება, ილესება და ტარდება სამღებრო სამუშაოები, ხორციელდება მოაჯირების რეაბილიტაცია, იგება ფილები. 

VI მიკრორაიონის N10 კორპუსში აღნიშნული სამუშაოების გარდა, გამგეობის ,,ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის განვითარების’’ პროგრამის ფარგლებში სხვადასხვა პროექტი განხორციელდა. ამ ეტაპზე კი სართულშორისი ნაპრალების რეაბილიტაცია მიმდინარეობს, რომელიც რვავე სადარბაზოში 6 500 გრძივ მეტრზე ხორციელდება და 79 266 ლარი დაიხარჯება. 

სამუშაოების მიმდინარეობას გლდანის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ბესიკ კალაძე გაეცნო",- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სოფელ წინაკვერკვეში მეწყრული პროცესები ვითარდება
ზელენსკი: მივიღეთ ცნობები, რომ რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ ორეშნიკის გამოყენებისთვის ემზადება
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics