|
2024-08-13 13:52:09, 487 ნახვა
ეკონომიკა
ცინცაძე - ქვეყანაში გრძელდება მაღალი ეკონომიკური აქტივობა - ივლისის თვეში ექსპორტის რეკორდული მოცულობა დაფიქსირდა
მიმდინარე წლის ივლისის თვეში ექსპორტის ზრდის საკმაოდ მაღალი ტემპი დაფიქსირდა და 30% შეადგინა, - საგარეო ვაჭრობის მიმართულებით არსებული ტენდენციები ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ვახტანგ ცინცაძემ შეაფასა. მისი ინფორმაციით, ასევე რეკორდულია ექსპორტის მოცულობა, რომელმაც ივლისში 682 მლნ. აშშ. დოლარს გადააჭარბა. ამასთან, "საქსტატის" ექსპრეს მონაცემებით, 2024 წლის ივლისში სავაჭრო ბრუნვა 2,102.5 მლნ. აშშ. დოლარით განისაზღვრა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 13.6%-ით მეტია და ექსპორტის მსგავსად ასევე რეკორდულ მოცულობას წარმოადგენს. რაც შეეხება 2024 წლის იანვარ-ივლისის საგარეო ბრუნვის მაჩვენებლებს, მინისტრის მოადგილე აღნიშნავს, რომ ის ასევე რეკორდული იყო და 12.5 მლრდ აშშ დოლარს გადააჭარბა. "ყოველივე ზემოთაღნიშნული, რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ქვეყანაში გრძელდება საკმაოდ მაღალი ეკონომიკური აქტივობა, რაც შესაბამისად აისახება მაკროეკონომიკურ პარამეტრებსა და ასევე თითოეული მოქალაქის შემოსავლების ზრდაში" - აცხადებს ვახტანგ ცინცაძე. ამასთან, ის ხაზს უსვამს, რომ არსებული, პოზიტიური ეკონომიკური მდგომარეობისა და ეკონომიკური აქტივობის ზრდის შედეგად ქვეყანაში იქმნება ახალი სამუშაო ადგილები. მინისტრის მოადგილის შეფასებით, მიმდინარე მაღალ ეკონომიკურ ზრდასა და ეკონომიკური მაჩვენებლების გაუმჯობესებას ხელს უწყობს საქართველოს მთავრობის სწორი და თანმიმდევრული ეკონომიკური პოლიტიკა, რომელიც ერთის მხრივ მიმართულია ქვეყანაში საინვესტიციო კლიმატის გაუმჯობესებასა და წარმოების ხელშეწყობაზე, ხოლო მეორეს მხრივ საგარეო ვაჭრობის ლიბერალიზაციაზე. "მოგეხსენებათ, რომ ჩვენ არაერთ ქვეყანასთან გვაქვს გაფორმებული თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებები და აღნიშნული პროცესი წარმატებით გრძელდება", - აღნიშნავს ვახტანგ ცინცაძე. მნიშვნელოვანია, რომ ივლისში მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა სავაჭრო ბალანსიც, რაც იმპორტთან შედარებით ექსპორტის უფრო მაღალ ზრდას უკავშირდება. სავაჭრო დეფიციტმა 2024 წლის ივლისში 737.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა - 2023 წლის ივლისთან შედარებით 59.9 მლნ. აშშ. დოლარითაა გაუმჯობესებული. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.
სუს-მა გრიგოლ ლილუაშვილის ყოფილი მოადგილე ლევან ახობაძე დააკავა
უკრაინის მასშტაბით ყოველდღე წუთიერი დუმილი გამოცხადდება
პსპ ფარმა თბილისის მუნიციპალიტეტის ბენეფიციარებს მედიკამენტებს კვირის ნებისმიერ დღეს ფასდაკლების დღეების ფასად მიაწვდის
18 ევროპარლამენტარი EU-ს მიმართავს, შეაფასონ იმედის საქმიანობა, განსაზღვრონ შესაძლო ზომები
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)