|
2024-08-12 16:59:37, 397 ნახვა
პოლიტიკა
წილოსანი - „ნაცების“ კოალიციას, ახლების წევრად ნათია ლეთოდიანი შეუერთდა, თავიდანვე ვიცოდით, როგორი „პირწავარდნილი ნაციც“ იყო
უკვე ოფიციალურად! “ნაცების“ კოალიციას, ვითომ ახლების წევრად - ნათია ლეთოდიანი შეუერთდა, არადა თავიდანვე ვიცოდით, როგორი “პირწავარდნილი ნაციც“ იყო თავისი შინაარსით, რადგან ეს კარგად იკითხება ხოლმე მათ თითოეულ ქმედებაში,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში წერს. წილოსანის განცხადებით, სწორედ ლეთოდიანმა, როგორც “აღშფოთებულმა გამვლელმა მიაყენა მას სიტყვიერი შეურაცხყოფა, სინამდვილეში კი აღმოჩნდა, რომ დაკვეთას ასრულებდა“. "ნაცების აქტივისტებო, გამოდით, გიცანით. მოკლედ, ეს ის ლეთოდიანია ვითომ აღშფოთებულ გამვლელად რომ მოგვევლინა, სინამდვილეში კი, მისი ბელადების დაკვეთას ასრულებდა - “ნინო წილოსანს მონა ეძახეს“ ასეთი ჰედლაინები დააწიეს პარტიულმა ტელევიზიებმა: ტვ პირველმა, მთავარმა და სხვებმა.. იქვე დავპირდი, რომ მოვუყვებოდი ხალხს როგორი “შემთხვევითი“ გამვლელიცაა და აი კიდეც. “გიხაროდეთ, ახლა უკვე დაუფარავად გააგრძელებთ ნაცურ დემაგოგიას",- წერს ნინო წილოსანი.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)