|
2024-08-12 14:25:50, 382 ნახვა
პოლიტიკა
სააკაშვილი მელიაზე - რა უბადრუკი და სამარცხვინო თავდასხმა იყო - ივანიშვილი აპირებს, ყველას გადაუჯოკროს
რა უბადრუკი და სამარცხვინო თავდასხმა იყო,- ასე ეხმაურება საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პარტია "ახალის" თანათავმჯდომარეზე, ნიკა მელიაზე განხორციელებულ თავდასხმას. როგორც სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს, "ივანიშვილის გეგმა სამოქალაქო დაპირისპირების იმიტაციაა". "რა უბადრუკი და სამარცხვინო თავდასხმა იყო, "პოსტვს" თანხლებით, ნიკა მელიაზე. ზუსტად ამას აკეთებდნენ შევარდნაძე, მამალაძე და ასლან აბაშიძე 2003-ში. ივანიშვილი აპირებს, ყველას გადაუჯოკროს. ჩვენ კი მეტად ორგანიზებული და ერთიანი უნდა ვიყოთ, ვიდრე ოდესმე, არჩევნებამდეც და არჩევნების შემდეგაც. ივანიშვილის გეგმაა სამოქალაქო დაპირისპირების იმიტაცია, არ უნდა გავაკეთებინოთ!" - წერს სააკაშვილი "ფეისბუქის" გვერდზე. შეგახსენებთ, გუშინ 11 აგვისტოს პარტია "ახალის" თანათავმჯდომარე ნიკა მელიას სამტრედიაში თავს დაესხნენ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)