|
2024-08-12 13:07:09, 384 ნახვა
პოლიტიკა
მელია მასზე განხორციელებულ თავდასხმაზე - ხელისუფლების დაკარგვის მოლოდინში ყველა მილევადი რეჟიმი ასე იქცევა
"კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია სამტრედიაში მასზე განხორციელებულ თავდსხმას "შეშინებული რეჟიმის საქციელს" უწოდებს და აცხადებს, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებმა უნდა დაასრულოს ის პრაქტიკა, რაც ქართულ პოლიტიკაში 30 წლის განმავლობაში არსებობს. მისი თქმით, "ყველა ხელისუფლება, ხელისუფლების დაკარგვის მოლოდინში უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში ასე იქცეოდა". "მილევადი რეჟიმების საქციელია, ყველა მილევადი რეჟიმი ასე იქცევა და ივანიშვილის რეჟიმი არაა განსხვავებული ამ მხრივ. ტრაგედია ის არის, რომ ყველა ხელისუფლება, ხელისუფლების დაკარგვის მოლოდინში ასე იქცეოდა უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში. მაგრამ წელს 26 ოქტომბერს დასრულდება არა მხოლოდ “ქართული ოცნება“, არამედ დასრულდება ყველა ის მანკიერი პრაქტიკა, რომელსაც უარსებია ამ ქვეყანაში და გაიმარჯვებს კოალიცია და ჩამოყალიბდება ახალი პოლიტიკური კულტურა. ვიქნებით ყველგან, ვიქნებით სიმართლით და მორალური უპირატესობით. შეუძლებელია, ეს ქვეყანა ბიძინა ივანიშვილმა გადააქციოს პროვინციულ ფეოდალიზმად; შეუძლებელია, ხალხის ნება არ აისახოს 26 ოქტომბერს არჩევნების შედეგებში",- განაცხადა მელიამ. შეგახსენებთ, გუშინ 11 აგვისტოს პარტია "ახალის" თანათავმჯდომარე ნიკა მელიას სამტრედიაში თავს დაესხნენ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)