|
2024-08-12 09:58:33, 400 ნახვა
პოლიტიკა
სამტრედიაში ნიკა მელიას თავს დაესხნენ
"კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთ ლიდერს, ნიკა მელიას სამტრედიაში თავს დაესხნენ. როგორც გავრცელებული ვიდეოკადრებიდან ჩანს, თავდასხმა იმ დროს მოხდა, როდესაც მელია მედიასთან კომენტარს აკეთებდა. აღნიშნულთან დაკავშირებით პარტია "ახალმა" ოფიციალური განცხადება გაავრცელა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ მმართველი პარტია 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში დამარცხდება და "ვერანაირი თავდასხმებით ეს გარემოება ვერ შეიცვლება". "სამტრედიაში მიპარვით და ლაჩრულად თავს დაესხნენ ჩვენი კოალიციის ლიდერს, ნიკა მელიას. ვერანაირი თავდასხმებით თუ სხვა მცდელობებით ეს გარემოება ვერ შეიცვლება და ქართველი ხალხის ნების აღსრულება მხოლოდ დროის საკითხია - 26 ოქტომბერს “ქართული ოცნება” დაასრულებს თავის სამარცხვინო და ანტისახელმწიფოებრივ მმართველობას. განსაკუთრებული ხაზგასმის ღირსია ის ფაქტი, რომ ხელისუფლების მიერ დაგეგმილი დანაშაულებრივი თავდასხმა დროში დაემთხვა აშშ-დან ვიზიტით ჩამოსული ჩვენი პარტნიორების დელეგაციის საქართველოში სტუმრობას. ამ ვიზიტის შემაჯამებელი პრესკონფერენცია იყო უმძიმესი განაჩენი “ქართული ოცნებისთვის”, რამაც კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ ივანიშვილი და ცივილიზებული სამყარო ერთმანეთთან შეუთავსებელია, რომ 26 ოქტომბერს არჩევანი დგას დემოკრატიულ ევროპულ საქართველოსა და რუსული სტილის ბანდიტურ-ოლიგარქიულ რეჟიმს შორის. “ქართული ოცნება” არის დამარცხებული ძალა და 26 ოქტომბერს ჩანაცვლდება კოალიციური მმართველობით, რომელიც შექმნის თავისუფალ და სამართლიან გარემოს ყველასთვის და რამდენიმე წელიწადში შეიყვანს საქართველოს ევროკავშირში",- აღნიშნულია პარტია "ახალის" განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)