|
2024-08-11 11:24:23, 424 ნახვა
პოლიტიკა
სენატორი შაჰინი - ბიძინა ივანიშვილმა შეხვედრაზე უარი გვითხრა
ამერიკელმა სენატორმა, ჯინ შაჰინმა განაცხადა რომ მოითხოვა ქართული ოცნების საპატიო თავმდჯომარე ბიძინა ივანიშვილთან პირისპირ შეხვედრა, რაზეც უარი მიიღო. "მოვითხოვეთ ბატონ ივანიშვილთან შეხვედრა, მაგრამ მან უარი თქვა ჩვენთან შეხვედრაზე. ყველაფრის საფუძველზე, რაც ჩვენ აქ მოვისმინეთ, ის არის ძირითადი გადაწყვეტილების მიმღები ქვეყანაში და კვლავ იმედგაცრუებას იწვევს, რომ უარი თქვა ჩვენთან შეხვედრაზე. როდესაც აქ ვიმყოფებოდი, დაახლოებით 18 თვის წინ, მას შემდეგ შემოიტანა საქართველოს მთავრობამ რუსული კანონი - გამოვხატე ჩემი წუხილი ამ კანონთან დაკავშირებით და ისიც აღვნიშნე, რომ მისი მიღების ფაქტი გამოიწვევდა ანგარიშვალდებულებას, რომ ამას ექნებოდა გავლენა ჩვენს ურთიერთობებზე. სამწუხაროდ, მინდა გითხრათ, რომ მიჭირს გაგება - იმ ქვეყანაში, სადაც თქვენი ქვეყნის 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ (სადაც ჩავდიოდით, ყველგან გამოხატავდნენ შეშფოთებას რუსეთის განზრახვასთან დაკავშირებით თქვენი ქვეყნის მიმართ), ამ დროს მთავრობა იღებს კანონს, რომელიც ასახავს რუსეთის ინტერესებს და ეწინააღმდეგება მოქალაქეების ნებას - არ მესმის ეს, რადგან რასაც ჩვენ ვისმენთ საქართველოს მოქალაქეებთან საუბრისას, ისინი ეწინააღმდეგებიან ამას. როგორც გითხარით, ჩვენ განვმარტეთ ჩვენი წუხილი; ვთქვით, რომ ამას ურთიერთობებზე გავლენა ექნებოდა და ზუსტად ეს ხდება ახლა." - აღნიშნა სენატორმა შაჰინმა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)