20:39 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-08-07 23:13:43, 421 ნახვა

პოლიტიკა
ანტონი ბლინკენი: მოვუწოდებთ რუსეთს შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები

ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები და გაიყვანოს თავისი ძალები კონფლიქტამდელ პოზიციებზე“, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ანტონი ბლინკენმა.

ანტონი ბლინკენი 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ აშშ-ს მხარდაჭერა ქართველი ხალხის ევროატლანტიკური მომავლისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების ძიებაში ურყევია.

„დღეს თექვსმეტი წელი შესრულდა მას შემდეგ, რაც რუსეთი საქართველოს დამოუკიდებელ სახელმწიფოში შეიჭრა და ჩვენ გვახსოვს ისინი, ვინც დაიღუპნენ, დაიჭრნენ ან იძულებით გადაასახლეს რუსული სამხედრო კამპანიისა და უკანონო ოკუპაციის შედეგად.

რუსეთი დღემდე აგრძელებს საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტის ოკუპაციას და თავისი ნების დაკისრებას იქაურ მოსახლეობას, მათ შორის აფხაზეთის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი მიწების რუსეთისთვის გადაცემას და ნაბიჯების გადადგმას ოჩამჩირაში მუდმივი საზღვაო ბაზის შესაქმნელად.

შეერთებული შტატები მტკიცედ რჩება საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერაში მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი დანაპირები და ვალდებულებები, გაიყვანოს თავისი ძალები კონფლიქტამდელ პოზიციებზე და დაუშვას ჰუმანიტარული დახმარების შეუფერხებლად მიწოდება.

ჩვენ ასევე მოვუწოდებთ რუსეთს, მოხსნას აღიარება ე.წ. საქართველოს რეგიონების აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა. ეს ქმედებები ათიათასობით იძულებით გადაადგილებულ პირს საშუალებას მისცემს უსაფრთხოდ დაბრუნდნენ თავიანთ სახლებში. შეერთებული შტატების მხარდაჭერა ქართველი ხალხის ევროატლანტიკური მომავლისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების ძიებაში ურყევია“, - ნათქვამია ბლინკენის განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics