|
2024-08-06 12:59:33, 326 ნახვა
საზოგადოება
„თიბისის“ ტექ გუნდი საერთაშორისო კონფერენცია WeAreDevelopers World Congres-ზე
“თიბისი“ თანამშრომლების განათლებისა და გამოცდილების მაღალ ხარისხზე აქტიურად უკვე წლებია ზრუნავს, რაც, უპირველეს ყოვლისა, წამყვან საერთაშორისო ტექნოლოგიურ კონფერენციებზე მათ დასწრებასა და მიღებული ცოდნის “თიბისიში“ იმპლემენტაციას გულისხმობს. ეს კულტურა კომპანიის ნაწილად იქცა და დღემდე გრძელდება. ამჯერად, “თიბისის“ 15 თანამშრომელი ბერლინში, ყოველწლიურ კონფერენციას, WeAreDevelopers World Congress-ს დაესწრო, სადაც 15 ათასზე მეტი ადამიანი, 8 000-მდე კომპანია და უამრავი წარმატებული სპიკერი იყრის თავს. აქ ისეთი წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიის თანამშრომლების გაცნობაა შესაძლებელი, როგორებიცაა Google, Red Hat, Docker, Dynatrace, GitHub, Intel და სხვა. WeAreDevelopers World Congress- ის არჩევის უმთავრესი მიზეზი კონფერენციის მასშტაბურობა, საინტერესო სპიკერები და თემები იყო, რომლებიც ნებისმიერი თანამედროვე კომპანიისთვის სასარგებლოა. "არაერთი საინტერესო კომპანია თუ სპიკერი იყო კონფერენციაზე. ამასთან ერთად, აქცენტი AI-ზე და თანამედროვე ტექნოლოგიებზე კეთდებოდა. დეველოპერებისთვის ამ მოვლენებისთვის ფეხის აწყობა მნიშვნელოვანია, სწორედ ამიტომ შევარჩიეთ კონკრეტულად ეს კონფერენცია",- განაცხადა ლევან ნოზაძემ, “თიბისის“ ბექ-სისტემების დეველოპმენტის ლეგიონის ლიდმა. "კონფერენციაზე ვიმყოფებოდი, როგორც ტექ კომუნის ლიდერი, რათა უშუალოდ ტექ ტალანტებისგან გამეგო მათი საჭიროებები, დავკვირვებოდი მათ ქცევას, რა მოსწონთ მსგავს ღონისძიებებზე, ვაკვირდებოდი და ვაანალიზებდი ღონისძიების ორგანიზების ნაწილს, ვესწრებოდი სესიებს და პანელურ დისკუსიებს, რათა მეტი გამეგო არსებულ ტრენდებზე",- განაცხადა ნათია ბარაბაძემ, “თიბისის“ ტექ კომუნის ლიდერმა. “თიბისისთვის“, როგორც ტექნოლოგიური კომპანიისთვის, ახალი ტრენდების ათვისება და შემდგომ მათი დანერგვა კომპანიის მთავარი მისიისთვის, ადამიანების ცხოვრების გამარტივებისთვის უმნიშვნელოვანესია.
სოფელ წინაკვერკვეში მეწყრული პროცესები ვითარდება
ზელენსკი: მივიღეთ ცნობები, რომ რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ ორეშნიკის გამოყენებისთვის ემზადება
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)