|
2016-02-18 14:49:18, 449 ნახვა
პოლიტიკა
ჩაფიძე: ივანიშვილს ჩემი გუნდის ლიდერად ვთვლი, მე პოლიტიკაში მისი შეთავაზების შემდეგ მოვედი და არა ვოლსკის, ჟორჟოლიანის ან ტრიპოლსკის
„მე პოლიტიკაში არ წავსულვარ გია ჟორჟოლიანის, ვოლსკის ან ტრიპოლსკის შემოთავაზების საფუძველზე, მე პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის შეთავაზების საფუძველზე წავედი“, - ასე გამოეხმაურა „ექსპრესნიუსთან“ საუბრისას საპარლამენტო უმარავლესობის წევრი ელისო ჩაფიძე პარლამენტში მის მიერ გაკეთებულ განცხადებას, როდესაც მან ბიძინა ივანიშვილს კითხვით მიმართა - რატომ ისჯებიან ტყიბულელები? ჩაფიძე ამბობს, რომ ტყიბულელ მეშახტეებს არაადამიანურ პირობებში უწევთ მუშაობა. ჩაფიძის კრიტიკას ისიც იწვევს, რომ ტყიბულს მაღალმთიანი რეგიონის სტატუსი მოეხსნა. „ახალ კანონპროექტში ტყიბულს საერთოდ ხაზი გადაუსვეს და არცერთი დასახლებული პუნქტი ან სოფელი ამ ნუსხაში არ არის შეტანილი. ეს არის უსამართლობა. ძალიან დიდი ხანია ხელისუფლების შიგნით ვმუშაობ ამ თემაზე, მაგრამ ხდება ერთი სამინისტროდან მეორე სამინისტროში გადამისამართება... 2-3 წელია წერილების გაგაზავნის პროცესი მიმდინარეობს. ანუ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღებული არ არის“, - განუცხადა ჩაფიძემ „ექსპრესნიუსს“. კითხვაზე, ჰქონია თუ არა ამ თემაზე კონსულტაცია ბიძინა ივანიშვილთან აცხადებს, რომ „რა თქმა უნდა“. „მათ შორის უმრავლესობის ფორმატშიც დავაყენე ეს საკითხი და წერილობითი ფორმითაც ვაცნობე ივანიშვილს. პასუხი დღემდე არ მიმიღია, პასუხი იქნება მოქმედება. ყველა რესურსი ამოვწურე გუნდის შიგნით, რომ პრობლემები გადავწყვიტო, ამიტომ მივიღე გადაწყვეტილება რომ საჯაროდ ვისაუბრო ამ თემაზე“, - დასძინა დეპუტატმა. ჩვენს კითხვაზე ხომ არ არის ეს იმის აღიარება მმართველი გუნდის მხრიდან, რომ პროცესები ბიძინა ივანიშვილის კარნახით იმართება, ჩაფიძე პასუხობს, რომ ის გუნდის ლიდერად ბიძინა ივანიშვილს თვლის. „მე პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის შეთავაზების საფუძველზე წავედი. არავის შეურაცხყოფას არ ვაყენებ, მაგრამ მე პოლიტიკაში არ წავსულვარ გია ჟორჟოლიანის, ვოლსკის ან ტრიპოლსკის შემოთავაზების საფუძველზე. არ ვაპირებ, რომ მათ მივმართო ჩემი პრობლემების გადასაწყვეტად. მე მივმართე იმ ადამიანს ვის მიმართაც ძალიან კეთილგანწყობილი ვარ. დღესაც მაქვს მისი იმედი. ერთადერთი მას შეუძლია აღნიშნული საკითხების გადაწყვეტა. მე ბიძინა ივანიშვილს ჩემი გუნდის ლიდერად ვთვლი. სხვა ადამიანებს მივმართე ტყიბულის პრობლემების გადასაჭრელად, მაგრამ ეს ვერ მოხერხდა, ამიტომ მივმართე ბიძინა ივანიშვილს“, - განუცხადა "ექსპრესნიუსს" ელისო ჩაფიძემ.
სოფელ წინაკვერკვეში მეწყრული პროცესები ვითარდება
ზელენსკი: მივიღეთ ცნობები, რომ რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ ორეშნიკის გამოყენებისთვის ემზადება
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)