20:36 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-08-06 10:19:32, 423 ნახვა

პოლიტიკა
პრეზიდენტი - „ქართული ოცნების“ მმართველობის გაგრძელების რამე პერსპექტივას არ ვხედავ [ვიდეო]

არ ვხედავ "ქართული ოცნების" მმართველობის გაგრძელების რამე პერსპექტივას,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"ექსპრესნიუსის" კითხვაზე - ქვეყანაში არსებული პოლიტიკური ვითარების, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ახალი კონფიგურაციების, მმართველი პარტიის განცხადებების ფონზე, რა მოლოდინი გაქვთ, იქნება თუ არა 26 ოქტომბრის არჩევნები ცვლილებების მომტანი და პრეზიდენტობის ვადის ამოწურვის შემდეგ, სად ხედავთ თქვენს როლს როგორც ცვლილებების, ისე "ქართული ოცნების“ ხელისუფლების მმართველობის გაგრძელების შემთხვევაში - ზურაბიშვილმა თქვა, რომ არჩევნებმა "უთუოდ ევროპული ძალების გამარჯვება უნდა მოიტანოს".

"არ ვხედავ "ქართული ოცნების" მმართველობის გაგრძელების რამე პერსპექტივას, არც მათთვის და არც ჩემთვის. რაც ეხება სხვა შედეგს ამ არჩევნების, რომელმაც უნდა მოიტანოს, უთუოდ უნდა მოიტანოს ევროპული ძალების გამარჯვება იმიტომ, რომ აქ ლაპარაკი არის ქვეყნის ბედსა და ქვეყნის მომავალზე, არა კიდევ ერთხელ რომელიმე პოლიტიკური პარტიის გამარჯვებაზე, რომელი პოლიტიკური ფიგურის გამარჯვებაზე, აქ არის ქვეყნის მომავალი და ეს ესმის ყველაზე კარგად ჩვენს ახალგაზრდობას",- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics