|
2024-08-06 09:40:52, 364 ნახვა
საზოგადოება
ცესკოში „მრავალეროვანი საქართველოს“ წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა
მიმდინარე საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით დღეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში საერთო-სამოქალაქო მოძრაობა “მრავალეროვანი საქართველოს“ წარმომადგენლებთან გამართულ სამუშაო შეხვედრაზე იმსჯელეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია ავრცელებს. ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა 26 ოქტომბერს გასამართი პარლამენტის არჩევნებისთვის მზადების პროცესზე დეტალურად ისაუბრა, მათ შორის, იმ აქტივობებზე, რომელსაც საარჩევნო ადმინისტრაცია ეთნიკური უმცირესობების საარჩევნო პროცესში ჩართულობისა და არჩევნებში მონაწილეობის თანაბარი პირობების შექმნის მიზნით ახორციელებს. “ცესკოს თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ წელს პირველად ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს საშუალება ჰქონდათ სერტიფიცირების გამოცდა მათთვის გასაგებ ენაზე, 8 მუნიციპალიტეტში შექმნილ საგამოცდო ცენტრებში ჩაებარებინათ. აღნიშნული გამოცდების ორგანიზების მიზნით, ცესკომ ტესტების აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე თარგმნა უზრუნველყო. გარდა ამისა, საუბარი შეეხო ინფორმირების კამპანიას. აღსანიშნავია, რომ ეთნიკური უმცირესობების ენებზე ითარგმნება საინფორმაციო მასალები. ისაუბრეს იმ სერვისებზეც, რომლებიც ეთნიკური უმცირესობებთან მიმართებაში საარჩევნო ადმინისტრაცია ახორციელებს. დღევანდელ შეხვედრაზე მხარეებმა ასევე განიხილეს ერთობლივი თანამშრომლობის შესაძლებლობები, მათ შორის ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში საინფორმაციო აქტივობების ერთობლივად განხორციელების საკითხები. საუბარი შეეხო 26 ოქტომბრის პარლამენტის არჩევნებისთვის საერთო-სამოქალაქო მოძრაობა “მრავალეროვანი საქართველოს“ რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობას. ცესკოში გამართულ შეხვედრას ცესკოს თავმჯდომარესთან ერთად თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძე, ცესკოს წევრი მაია ზარიძე, სტრატეგიული დაგეგმვისა და ანგარიშგების დეპარტამენტის უფროსი/ეთნიკური უმცირესობების საკითხებზე მომუშავე ჯგუფის ხელმძღვანელი სოფიო სიჭინავა, საარჩევნო პროცესების მართვის დეპარტამენტის უფროსი ეკა ცაბაშვილი, ხოლო საერთო-სამოქალაქო მოძრაობა “მრავალეროვანი საქართველოს“ მხრიდან ორგანიზაციის თავმჯდომარე არნოლდ სტეფანიანი და ორგანიზაციის წარმომადგენლები გიორგი გულიაშვილი და ჯული გიორგაძე ესწრებოდნენ. საარჩევნო ადმინისტრაციას და საერთო-სამოქალაქო მოძრაობა “მრავალეროვანი საქართველოს“ მრავალწლიანი თანამშრომლობა აქვს. აღნიშნული ორგანიზაცია ცესკოში არსებული ეთნიკური უმცირესობების საკითხებზე მომუშავე ჯგუფის წევრიცაა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.
სოფელ წინაკვერკვეში მეწყრული პროცესები ვითარდება
ზელენსკი: მივიღეთ ცნობები, რომ რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ ორეშნიკის გამოყენებისთვის ემზადება
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)