|
2024-08-05 17:57:34, 590 ნახვა
საზოგადოება
ჩხაიძე - სააკაშვილს პალატის შეცვლაზე პრეტენზია არ გამოუთქვამს - პირობები უფრო გაუმჯობესებული აქვს
მიხეილ სააკაშვილს პალატის შეცვლასთან დაკავშირებით არანაირი პრეტენზია არ ჰქონია, იცოდა ამის შესახებ და არ გამოუთქვამს პრეტენზია,- ამის შესახებ "ვივამედის" კლინიკურმა დირექტორმა, ზურაბ ჩხაიძემ საზოგადოებრივ მაუწყებელს განუცხადა. როგორც ჩხაიძე ამბობს, ექსპრეზიდენტს პირობები უფრო გაუმჯობესებული აქვს. "ვიტყოდი, კიდევ უფრო გაუმჯობესებული პირობებია, რადგან მეტი ფართობია და ანალოგიურ პირობებშია. გადასვლისას რამდენიმე საათის განმავლობაში იყო ინტერნეტის ხარვეზი. დარწმუნებული ვარ, გიული ალასანიას სახლშიც შეიძლება ხანდახან ინტერნეტი ეთიშებოდეს. ინტერნეტის ხარვეზი რამდენიმე საათში აღმოიფხვრა. ერთი თვეა, მასთან და ოჯახის წევრებთან მიმდინარეობს კომუნიკაცია პალატის შეცვლასთან დაკავშირებით და გაუფრთხილებლად არ გადაუყვანიათ, მათთვის მოულოდნელობა არ ყოფილა. სააკაშვილს არანაირი პრეტენზია არ ჰქონია, იცოდა ამის შესახებ და არ გამოუთქვამს პრეტენზია... სააკაშვილს პალატა შეეცვალა იქიდან გამომდინარე, რომ მოხდა ჩვენი დეპარტამენტის სტრუქტურული ცვლილება. გაფართოვდა დეპარტამენტი, ზოგი დეპარტამენტი დაგვემატა, ამიტომ არ გვყოფნიდა სივრცე, სადაც უნდა განთავსებულიყო ეს დეპარტამენტები და მოხდა პალატის შეცვლა, ასე ვთქვათ, ერთი ფლიგელოდან მეორე ფლიგელში",- უთხრა ჩხაიძემ საზოგადოებრივ მაუწყებელს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
გავრცელებული ცნობით, რუსეთმა კიევის რეგიონზე „ორეშნიკი“ გამოიყენა
რუსეთმა კიევზე ერთ-ერთი ყველაზე მასიური იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)