|
2024-08-03 18:14:35, 494 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - მრავალძალსა და სხარტალში ახალი, მსხვილი ტურისტული ინფრასტრუქტურა განვითარდება
რაჭის განვითარებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება, ამისათვის ჩატარდა სამუშაოები, მოვიძიეთ ლოკაციები, სადაც ყველაზე ეფექტიანად შეიძლება ტურიზმის, მათ შორის მსხვილი ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მრავალძალში ყოფნისას ჟურნალისტებს განუცხადა. მთავრობის მეთაურმა დღეს რამდენიმე ლოკაცია დაათვალიერა, სადაც ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება იქნება შესაძლებელი. “ჩატარდა სამუშაოები, მოვიძიეთ ლოკაციები, სადაც ყველაზე ეფექტიანად შეიძლება ტურიზმის, მათ შორის მსხვილი ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება. ერთ-ერთი ასეთი ლოკაციაა მრავალძალის ზონა, სადაც ძალიან კარგად შეიძლება, განვითარდეს ტურისტული ინფრასტრუქტურა და არის ასევე მეორე ზონა, რომელიც მოიცავს რამდენიმე დასახლებულ პუნქტს, ეს არის შხივანა, ბეთლევი, სხარტალის ზონა, სადაც ასევე არის შესაძლებელი ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება მაღალ დონეზე. ამაზე ძალიან აქტიურად ვიმუშავებთ პოტენციურ ინვესტორებთან ერთად. ვფიქრობთ ასევე უცხოური კომპანიების ჩართვას, რომლებიც დაგვეხმარებიან პროექტების დაგეგმარებაში. ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ მაქსიმალურად ვიზრუნოთ რაჭის განვითარებაზე და უფრო კონკრეტულად რაჭის ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებაზე",- განაცხადა კობახიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)