09:27 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-08-03 12:09:50, 374 ნახვა

საზოგადოება
მუხროვანის ბაზაზე პირადი დაცვისა და სნაიპერთა მომზადების კურსები დასრულდა

საქართველოს თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების სარდლობის მაიორ გელა ჭედიას სახელობის საწვრთნელ ცენტრში პირადი დაცვისა და სნაიპერთა მომზადების კურსები ერთობლივად დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტროს ცნობით, სწავლებაში ჩართული იყო ეროვნული გვარდიის პირადი შემადგენლობაც. სამხედრო მოსამსახურეებს რთული და მნიშვნელოვანი კურსების წარმატებით დასრულება სპეციალური ოპერაციების სარდალმა, პოლკოვნიკმა, თეიმურაზ ყლატეიშვილმა მიულოცა და წარმატებები უსურვა. მან ინსტრუქტორებს კურსების უსაფრთხოდ და მაღალ დონეზე ჩატარებისთვის მადლობა გადაუხადა. მონაწილეებს სერტიფიკატები და სპეციალურად დამზადებული სამკერდე ნიშნები გადაეცათ.

“მუხროვანის ბაზაზე სპეციალური ოპერაციების სარდლობის სამხედროებმა ეროვნული გვარდიის პირად შემადგენლობასთან ერთად საჩვენებელი სწავლება გამართეს. იმიტირებული სცენარის მიხედვით სწავლებაში მნიშვნელოვანი ობიექტის დაცვის უზრუნველყოფის ამოცანები შესრულდა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
გავრცელებული ცნობით, რუსეთმა კიევის რეგიონზე „ორეშნიკი“ გამოიყენა
რუსეთმა კიევზე ერთ-ერთი ყველაზე მასიური იერიში მიიტანა
სოფელ წინაკვერკვეში მეწყრული პროცესები ვითარდება
ზელენსკი: მივიღეთ ცნობები, რომ რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ ორეშნიკის გამოყენებისთვის ემზადება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics