20:36 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-08-02 17:17:59, 501 ნახვა

პოლიტიკა
სააკაშვილი ივანიშვილს - პუტინმა და ლუკაშენკომ გაუშვეს პოლიტპატიმრები, სადამდე უნდა გყავდეთ ციხეში მე

მე მინდა ვუთხრა ივანიშვილს - ყველა რეკორდი მოხსენი უკვე შენ. გუშინ პუტინმა და ლუკაშენკომ გაუშვეს ბოლო პოლიტპატიმრები, სადამდე უნდა გყავდეთ ციხეში მე და სხვა პოლიტპატიმრები,- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე კლინიკა "ვივამედიდან" დისტანციურად ჩართვისას განაცხადა.

როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, მისი პატიმრობის ყოველი დღე "ჯოჯოხეთია". 

"თქვენ შეგიძლიათ, უსასრულოდ მასამართლოთ და მრავალი წელი გავიდეს... 

ხალხი, რომელიც ყვირის - ან ომი, ან მონობა, გვიმზადებს ომსაც და მონობასაც. ეს არის ხალხი, რომელსაც ეროვნული ღირსების განცდა არ აქვს... ასევე, ჩვენ როდესაც ვსაუბრობთ ხალხის ქვეყნიდან გადინებაზე, ჩემს დროს უფრო მეტი ბრუნდებოდა, ვიდრე მიდიოდა. იყო ემოცია, რომ საქართველოს აქვს მომავალი. ახლა პრაქტიკულად ყველა რეკორდი მოხსნა საქართველომ... 

მე, რომელსაც მაქვს ამხელა საერთაშორისო ავტორიტეტი, ამხელა საერთაშორისო კონტაქტები, რომელიც ახლა, როგორც ჰაერი, სჭირდება საქართველოს, მანადგურებენ და მსპობენ, იმიტომ, რომ ყოველი დღე ჩემი პატიმრობის, კლინიკაში იქნება თუ ციხეში, არის ჯოჯოხეთი",- თქვა მიხეილ სააკაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics