06:41 - 25 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-07-31 12:47:09, 577 ნახვა

მსოფლიო
პეზეშქიანი - ირანი დაიცავს თავის ტერიტორიულ მთლიანობასა და ღირსებას, ტერორისტ ოკუპანტებს კი, საკუთარ მშიშარა ქმედებას ანანებს

ირანის ისლამური რესპუბლიკა დაიცავს თავის ტერიტორიულ მთლიანობასა და ღირსებას, ტერორისტ ოკუპანტებს კი, საკუთარ მშიშარა ქმედებას ანანებს,- ამის შესახებ ირანის პრეზიდენტმა, მასუდ პეზეშქიანმა თეირანში “ჰამასის“ ერთ-ერთი ლიდერის, ისმაილ ჰანიეს დაღუპვის შემდეგ განაცხადა.

პრეზიდენტის თქმით, "ორ საამაყო ერს - ირანსა და პალესტინას შორის კავშირი უფრო ძლიერი იქნება, ვიდრე იყო და წინააღმდეგობისა და ჩაგრულთა დაცვის გზას უფრო მტკიცედ გაუყვება, ვიდრე როდესმე".

“სამძიმარს ვუცხადებთ პალესტინას, ისლამურ ერს, წინააღმდეგობის ფრონტის მებრძოლებს და ირანის კეთილშობილ ერს“,- აღნიშნა პეზეშქიანმა.

ამასთან, ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, ნასერ ყანაანიმ განაცხადა, რომ ისმაილ ჰანიეს "მოწამეობა თეირანში გააძლიერებს ღრმა კავშირებს ირანის ისლამურ რესპუბლიკას,  პალესტინასა და წინააღმდეგობას შორის“.

ცნობისთვის, ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა (IRGC) და "ჰამასმა" გაავრცელეს ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ირანის დედაქალაქ თეირანში ტერორისტული დაჯგუფება "ჰამასის" პოლიტიკური ლიდერი ისმაილ ჰანიე მოკლეს. ჰანიე ბოლოს საჯაროდ გუშინ, 30 ივლისს ირანის პრეზიდენტის, მასუდ პეზეშქიანის ინაუგურაციაზე ნახეს. ის ახალ პრეზიდენტს და ირანის უზენაეს ლიდერს, აიათოლა ალი ხამენეისაც შეხვდა. ისმაილ ჰანიე "ჰამასის" პოლიტბიუროს ხელმძღვანელად 2017 წელს აირჩიეს. 2018 წელს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა ის ტერორისტად გამოაცხადა. ჰანიე ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში კატარში ცხოვრობდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსული ელიტა იმედგაცრუებულია პუტინით, მისი ომით, ინტერნეტ ბლოკადებითა და ეკონომიკური დაცემით გამო
მაკრონმა ლუკაშენკოსთან მოლაპარაკებები გამართა და ბელორუსიის ომში ჩართვის „რისკების“ შესახებ გააფრთხილა
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics