|
2024-07-30 17:49:54, 512 ნახვა
მსოფლიო
ოსტინი - არ მჯერა, რომ ისრაელსა და „ჰეზბოლას“ შორის ბრძოლა გარდაუვალია
მე არ მჯერა, რომ ისრაელსა და "ჰეზბოლას" შორის ბრძოლა გარდაუვალია,- ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა ფილიპინების დედაქალაქ მანილაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ოსტინის თქმით, ამის მიუხედავად, შეშფოთებულია ესკალაციის შესაძლებლობით. როგორც თავდაცვის მდივანი ამბობს, ვაშინგტონს სურს, რომ საკითხები დიპლომატიური გზით მოგვარდეს. "იმის მიუხედავად, რომ ჩვენ ვიხილეთ ისრაელის ჩრდილოეთ საზღვარზე ბევრი აქტიურობა და შეშფოთებულები ვართ, რომ ეს შეიძლება გადაიზარდოს ფართომასშტაბურ ბრძოლაში, მე არ მჯერა, რომ ეს ბრძოლა გარდაუვალია. ჩვენ ვისურვებდით, რომ ამის დიპლომატიური გზით დარეგულირება ვიხილოთ",- აცხადებს ლოიდ ოსტინი. შეგახსენებთ, 27 ივლისს ისრაელის მიერ კონტროლირებად გოლანის მაღლობებზე, ქალაქ მაჯდალ შამსზე სარაკეტო შეტევა განხორციელდა, რასაც სულ მცირე, 12 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაღუპულები 10-დან 20 წლამდე პირები არიან. ისრაელმა თავდასხმაში ბრალი ლიბანში მოქმედ "ჰეზბოლას" დასდო და საპასუხო ზომებითაც დაიმუქრა. თავად დაჯგუფება იერიშთან რამე კავშირს უარყოფს. გოლანის მაღლობები 1967 წლამდე სირიის შემადგენლობაში შედიოდა, 6-დღიანი ომის შემდეგ კი, ისრაელის კონტროლის ქვეშ მოექცა. 1981 წელს ისრაელის ქნესეთმა მიიღო კანონი, რომლის საფუძველზეც აღნიშნულ ტერიტორიაზე თავისი სუვერენიტეტი გამოაცხადა. როგორც ისრაელი, ისე სირია, გოლანის მაღლობებს საკუთარ ტერიტორიად მიიჩნევენ. რაც შეეხება სხვა ქვეყნებს, მსოფლიოს ქვეყნების უმეტესობა არ ცნობს ანექსიას და გოლანის მაღლობებს დე იურედ სირიის ტერიტორიად მიიჩნევს.
რუსული ელიტა იმედგაცრუებულია პუტინით, მისი ომით, ინტერნეტ ბლოკადებითა და ეკონომიკური დაცემით გამო
მაკრონმა ლუკაშენკოსთან მოლაპარაკებები გამართა და ბელორუსიის ომში ჩართვის „რისკების“ შესახებ გააფრთხილა
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)