|
2024-07-28 14:54:28, 322 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე ოპოზიციის გაერთიანებაზე - ნულს რომ ნული მივუმატოთ, ხომ არაფერი შეიცვლება? - ეს არის ქართული ოპოზიციის დღევანდელი რეალობა
თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ ქართული ოპოზიციის გაერთიანებას პერსპექტივა არ გააჩნია. ამის შესახებ ინფორმაცია თბილისის მერია ავრცელებს. მერიის ცნობით, კალაძის თქმით, საარჩევნო ბარიერის გადალახვის შესაძლებლობა მაქსიმუმ ორ პარტიას ექნება. „ნულს რომ ნული მივუმატოთ, ხომ არაფერი შეიცვლება? ეს არის ქართული ოპოზიციის დღევანდელი რეალობა. მკვდარი მკვდარს რომ აეკიდება, ესაა მათი მოცემულობა. მათი მთავარი ამოცანა იქნება, როგორმე მიუახლოვდნენ საარჩევნო ბარიერს და მოახერხონ მისი გადალახვა, რომელსაც შეძლებს ალბათ ერთი ან მაქსიმუმ ორი პოლიტიკური პარტია. ეს არის მათი დღევანდელი რეალობა. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, გაერთიანდებიან თუ არ გაერთიანდებიან, ცალ-ცალკე მიიღებენ მონაწილეობას თუ ასე შემდეგ“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)