03:23 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-17 19:14:57, 451 ნახვა

პოლიტიკა
ბაია გადაბაძე მთავარ პროკურატურაში სუსის თანამშრომლის მიერ შესაძლო თვალთვალზე გამოკითხეს

''მაესტროს'' დირექტორის, ბაია გადაბაძის თქმით, იგი მთავარ პროკურატურაში არა მის მიმართ დევნის თაობაზე, არამედ სუსის თანამშრომლის მიერ შესაძლო თვალთვალზე გამოკითხეს.
მისი თქმით, გამომძიებელი გიორგი ლომთაძე დაინტერესებული იყო ბაია გადაბაძის განცხადებით, რომ მას ტელეკომპანიის შენობაში საეჭვო პირი ფოტოებს უღებდა.

''პროკურატურა დაინტერესდა 4 თებერვლის ფაქტით, როდესაც უცნობმა მამაკაცმა ტელეკომპანიის ეზოში ფოტო გადამიღო და თქვა, რომ ჩემი თაყვანისმცემელია. გამომძიებელმა იკითხა, არის თუ არა ის პირი ჩემი თაყვანისმცემელი. მე ვუთხარი, რომ ჩემი თაყვანისმცემლების ნუსხაში ის პირი ნამდვილად არ არის. რაც შეეხება საკითხს, სუსის თანამშრომელი იყო თუ არა, ნინო გიორგობიანმა ეს უარყო მეორე დღესვე. გამომძიებელმა მოისმინა და ჩაიწერა ჩემი ახსნა-განმარტება და წარმატება მისურვა,'' - განაცხადა ბაია გადაბაძემ პროკურატურის დატოვების შემდეგ.

მან იქვე აღნიშნა, რომ დაიწყება თუ არა გამოძიება სუსის თანამშრომელზე ეს მისთვის ნაკლებად მნიშვნელოვანია და არ არის მთავარი თემა, რაც შეეხება პროფესიული დევნის საკითხს, გადაბაძე განმარტავს, რომ თუ პარასკევამდე ორმა ინსტანციამ განიხილა მისი საჩივარი და დაჩქარებული წესით გადააგზავნა საჯარო რეესტრში, მაშინ ეს იქნება მისი დევნა და ის მიმართავს პროკურატურას.

''ეს იქნება უპრეცედენტო შემთხვევა, ასეთ შემთხვევაში პროკურატურას მივმართავ განცხადებით და როგორც აღვნიშნე, ამ საქმეს გავყვები ბოლომდე,'' - აღნიშნა გადაბაძემ.

ცნობისთვის, ბაია გადაბაძის პროკურატურაში დაბარება მის მიერ რამდენიმე დღის წინ გაკეთებულ განცხადებას უკავშირდება. გადაბაძე ძმები გაჩეჩილაძეების მხრიდან მის მიმართ დევნაზე საუბრობს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სოფელ წინაკვერკვეში მეწყრული პროცესები ვითარდება
ზელენსკი: მივიღეთ ცნობები, რომ რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ ორეშნიკის გამოყენებისთვის ემზადება
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics