03:23 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-17 18:24:57, 425 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი კვირიკაშვილი ყაზახეთის პირველ ვიცე-პრემიერს ბაკიტჟან საგინტაევს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ყაზახეთის პირველ ვიცე-პრემიერს ბაკიტჟან საგინტაევს  შეხვდა.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრის მთავარი თემები საქართველო-ყაზახეთის ეკონომიკური უშრთიერთობების შემდგომი განვითარება, ბათუმის პორტის დატვირთვის ზრდა და თბილისის გაზგამანაწილებელ კომპანიაში ყაზახი ინვესტორის დაბრუნება იყო.

ყაზახეთის პირველი ვიცე-პრემიერის სპეციალური ვიზიტი საქართველოში, დავოსში საქართველოსა და ყაზახეთის პრემიერ-მინისტრების შეხვედრისას დაიგეგმა.

„ვისაუბრეთ მეტი ყაზახური ტვირთის მოზიდვისა და სახელმწიფოს მხრიდან ხელშეწყობის გზებზე; თბილისის გაზგამანაწილებელ კომპანიაში ყაზახი ინვესტორის დაბრუნებასა და ამის წინაპირობებზე, ასევე - იმ ორმხრივი ურთიერთობების პერსპექტივებზე, რომლებიც არსებობს. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს პოტენციალი ავითვისოთ. ისინი, საქართველოსთან მიმართებაში, ემოციურად ძალიან დადებითად არიან განწყობილნი და ეს დადებითი განწყობა ჩვენ ახალ ინვესტიციებად უნდა ვაქციოთ. დარწმუნებული ვარ, ჩვენ ამას შევძლებთ", - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა შეხვედრის შემდეგ.

ყაზახეთის პირველი ვიცე-პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილს შეხვედრისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვის გაზრდა, რისთვისაც ყველა შესაძლებლობა უნდა იყოს გამოყენებული.

ბაკიტჟან საგინტაევის განცხადებით, მხარეებმა ასევე განიხილეს ბათუმის პორტსა და „ყაზტრანსგაზთან" დაკავშირებული საკითხები. როგორც ყაზახეთის პირველმა ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, „ყაზტრანსგაზის" თემაზე ყაზახეთის მთავრობა კიდევ ერთხელ იმსჯელებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სოფელ წინაკვერკვეში მეწყრული პროცესები ვითარდება
ზელენსკი: მივიღეთ ცნობები, რომ რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ ორეშნიკის გამოყენებისთვის ემზადება
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics