|
2024-07-25 16:31:47, 478 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე ზურაბიშვილსა და „ლელოზე“ - მათ აერთიანებთ საერთო ნიშანი გარდა ბოროტებისა - ეს არის დავალებების შემსრულებლობა
აი თქვენც ხომ თქვით ახლა, თქვენ შეგექმნათ შთაბეჭდილება, რომ [ლელოს] შეუერთდა სალომე ზურაბიშვილი. ჯერ ერთი სალომე ზურაბიშვილის შეერთება არ შეიძლება, უსერიოზულესი დარღვევაა იქიდან გამომდინარე, რომ ის იკავებს ჯერ კიდევ ფორმალურად პრეზიდენტის თანამდებობას და არ შეიძლება, დარღვევაა, ჩარევაა უკანონო, მაგრამ ასეთ უკანონობას მიჩვეულები ვართ მისგან, კონსტიტუციას პირდაპირ არღვევს და შემდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს რაღაც აბსურდული სარჩელებით მიმართავს, - ასე უპასუხა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტის შეკითხვას არის თუ არა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ის პოლიტიკური ფიგურა ვინც „ლელოს“ 5%-იან ბარიერს გადაალახვინებს. მდინარაძის თქმით, „ლელოს“ და სალომე ზურაბიშვილს გარდა ბოროტებისა აერთიანებთ დავალებების შემსრულებლობა და ისინი მოქმედებენ საქართველოს წინააღმდეგ". "ისინი ისედაც ერთად არიან, იმიტომ, რომ მათ აერთიანებთ საერთო ნიშანი გარდა ბოროტებისა, ეს არის დავალებების შემსრულებლობა. არავის არაფერს არ ვაბრალებთ, სამწუხარო რეალობაა, რომ ისინი ასრულებენ გარე დავალებებს და მოქმედებენ საქართველოს და არა საქართველოს ხელისუფლების მხოლოდ, საქართველოს წინააღმდეგ“,- განაცხადა მდინარაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)